განსაკუთრებული ღვაწლის მქონე დიასპორის წარმომადგენლების დაჯილდოების  ოფიციალური ცერემონია გაიმართება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, განსაკუთრებული ღვაწლის მქონე დიასპორის წარმომადგენლების დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია გაიმართება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცერემონია 27 დეკემბერს გაიმართება.

მათივე ცნობით, „დიასპორის დაჯილდოება 2021“-ს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გახსნის. ღონისძიებას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები დ ასხვა მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

„დიასპორის დაჯილდოება 2021“-ის მიზანია საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების დამსახურების აღიარება, რომლებმაც პროფესიულ წარმატებებს მიაღწიეს ადგილსამყოფელ ქვეყნებში და ასევე, თავიანთი წვლილი შეიტანეს საქართველოს განვითარების საქმეში და საქართველოს იმიჯის, ქართული კულტურის, სპორტის და მეცნიერების პოპულარიზაციაში.

გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში: ჯილდო ქართული კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის; მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის; სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის; სახალხო დიპლომატიაში შეტანილი წვლილისათვის; საქველმოქმედო საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის და ნომინაციაში საქართველოს უცხოელი მეგობარი.

აღნიშნული ღონისძიება იმართება მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD) და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტთან ENIGMMA (მიგრაციის მართვის გაძლიერება საქართველოში) თანამშრომლობით.

აღსანიშნავია რომ ICMPD-ის ძალისხმევით, დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს ეწვევიან ანსამბლები ესპანეთიდან და სლოვენიიდან. ორივე ანსამბლი ქართულ კლასიკურ და ხალხურ მუსიკას ასრულებს და დაკომპლექტებულია პროფესიონალი ესპანელი და სლოვენიელი მომღერლებისგან. ესპანეთში მოღვაწე ანსამბლი Vocal Vircan, შედგება კატალონიელი და ქართველი მომღერლებისგან და დაფუძნდა 2019 წელს. ხოლო ანსამბლი “კვალი”, Kvali (K’vali), 2008 წელს ჩამოყალიბდა და მას ქართველი დიასპორელი ხელმძღვანელობს, რომელმაც ანსამბლის განვითარებისთვის და ქართული მუსიკის შემდგომი პოპულარიზაციისთვის საგრეო საქმეთა სამინისტროს დიასპორული ინიციატივების საგრანტო პროექტის გამარჯვებულია.

საქართველოსა და ირლანდიის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავთან დაკავშირებით, ირლანდიაში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და საქართველოს და ირლანდიის პრეზიდენტების მხარდაჭერით, ქართულ და ინგლისურ ენებზე „ირლანდიური პოეზიის ანთოლოგია“ გამოიცა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს