ანა ნაცვლიშვილი - სახელმწიფო ინსტიტუტზე რეფორმის საფარქვეშ ხდება დარტყმის განხორციელება - მოვუწოდებთ ჩვენს მეგობრებს და პარტნიორებს, აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესში

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს კანონპროექტი არის რეფორმის საფარქვეშ დარტყმის განხორციელება, სახელმწიფო ინსპექტორზე - მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის, ჩვენს მეგობრებს და პარტნიორებს, რომ აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესში, რადგან ეს პროცესი უნდა შეჩერდეს, რადგან ამ პროცესის გაგრძელება ძალიან ღია და მძიმე დარტყმა იქნება ზოგადად სახელმწიფო ინსტიტუციებზე, - ამის შესახებ "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა ოპოზიციის მიერ ერთობლივად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დაუშვებელია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა.

"საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია "ქართული ოცნების" 7 დეპუტატის მიერ კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას და პარლამენტის მიერ არჩეული სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობიდან ჩამოცილებას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ აღნიშნული კანონპროექტი წარმოადგენს ღია გზავნილს უმრავლების მხრიდან, ყველა მათგან დამოუკიდებელი თუ მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი ინსტიტუციის მიმართ და ასევე, საჯარო მოხელეების მიმართ, რომ ისინი დაისჯებიან საკუთარი პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის.

საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ახალი წლის წინა კვირაში არის ეს ინიციატივა შემოსული, ის მომზადებულია ყველასგან ფარულად და ინიციატორები ითხოვენ ამ ძალიან სქელი პაკეტის, მთელი რიგი კანონების ცვლილებას და მიღებას დაჩქარებული წესით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს კანონპროექტი არის რეფორმის საფარქვეშ დარტყმის განხორციელება სახელმწიფო ინსპექტორზე და ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ ყველა ინსტიტუციაზე და ასევე, მიგვაჩნია, რომ დაუშვებელია ასეთი სქელტანიანი პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა. მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის, ჩვენს მეგობრებს და პარტნიორებს, რომ ჩაერთონ ამ პროცესში, რადგან ეს პროცესი უნდა შეჩერდეს, რადგან ამ პროცესის გაგრძელება ძალიან ღია და მძიმე დარტყმა იქნება სახელმწიფო ინსტიტუციებზე", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო