„საქსტატის“ ხელმძღვანელმა მუნიციპალიტეტების მერებთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატმა) მუნიციპალიტეტების მერებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართა.

ამის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრა, რომელიც 25-26 დეკემბერს ქობულეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ჩაქვში გაიმართა, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის, „საქსტატის“ ინფრასტრუქტურის გაძლიერება და შესაძლებლობების განვითარება" ფარგლებში ჩატარდა.

გასვლით სამუშაო შეხვედრას, რომელშიც მონაწილეობდნენ აჭარის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმის მუნიციპალიტეტების მერები და თვითმმართველობების წარმომადგენლები, „საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ხელმძღვანელობდა.

ორ დღიანი სამუშაო შეხვედრისას, მონაწილეები გაეცნენ საქართველოს სტატისტიკის სისტემის განვითარების ძირითად მიმართულებებს, „საქსტატის“ მიერ შემუშავებულ პროდუქტებს, განვითარებულ სერვისებს და სამომავლო გეგმებს. ასევე, განიხილეს სტატისტიკური მაჩვენებლების გაანგარიშების მეთოდოლოგიური თავისებურებები და მათ გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები; ამასთან, იმსჯელეს სხვადასხვა სტატისტიკურ ინდიკატორებზე და მონაცემთა საჭიროებებზე, დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

შეხვედრის ფარგლებში გაიმართა დისკუსია, განიხილეს სტატისტიკურ მონაცემებთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტების საჭიროებები და იმსჯელეს საქსტატის სამომავლო გეგმებში მისი ასახვის შესაძლებლობებზე.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში 2021 წელს ათი სამუშაო შეხვედრა ჩატარდა, სადაც მონაწილეობა მიიღეს სტატისტიკური ინფორმაციის მომხმარებლების სხვადასხვა ჯგუფებმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო