ნათია თურნავა ჯანდაცვის ახალ მინისტრზე - მივესალმები, რაც უფრი მეტი ეკონომისტი და ფინანსისტი იქნება წამყვან თანამდებობაზე

მივესალმები, რაც უფრი მეტი ეკონომისტი და ფინანსისტი იქნება წამყვან თანამდებობაზე, ეს მართლაც წარმატების საწინდარია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულებისას განაცხადა, რითაც ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ზურაბ აზარაშვილის წარდგენას გამოეხმაურა. ნათია თურნავა იმედოვნებს, რომ აზარაშვილის ეკონომიკური გამოცდილება დიდ როლს ითამაშებს ჯანდაცვის სექტორში.

"მინდა მივულოცო ჩვენს ახალ კოლეგას. ჩვენს გუნდს საკმაოდ მაღალი რანგის პროფესიონალი შემოუერთდა, ჩემი კოლეგა ეკონომისტი და ფინანსისტი. საერთოდ, მივესალმები, რაც უფრი მეტი ეკონომისტი და ფინანსისტი იქნება წამყვან თანამდებობაზე. ეს მართლაც წარმატების საწინდარია. ჯანდაცვის სექტორი ერთ-ერთი მსხვილი ბიუჯეტის სამინისტრო და სექტორია. განსაკუთრებით კორონავირუსის პერიოდში მისი რესურსტევადობა გაიზარდა, კორონავირუსი ჯერ არსად წასულა, ეს გამოწვევა წინ არის და დღის წესრიგში დგება ამ თანხების მეტად ეფექტური განკარგვა. ეს ერთი ამოცანაა, რასაც, რასაკვირველია, ჩემი აზრით, ახალი მინისტრი თავის გამოცდილებიდან გამომდინარე უკეთ გაუმკლავდება, ვიდრე სხვა სპეციალობის და პროფესიის ადამიანი.

შეგახსენებთ, რომ ჩვენ გვაქვს ისეთი გამოწვევა, როგორიც არის ფასები, მათ შორის, ფასები და ხარისხი სხვადასხვა სერვისების, ჯანდაცვის. ძალიან მნიშვნელოვანია, მოსახლეობას მივაწოდოთ ადეკვატური ხარისხის და ადეკვატური, ხელმისაწვდომი ფასების მქონე ჯანდაცვის სერვისები. ეს დიდად არის დამოკიდებული ჯანდაცვის სექტორის რეფორმის შემდგომ ეტაპზე, სწორ გათვლებზე, ფინანსური ნაკადების სწორ მენეჯმენტზე. ვფიქრობ, აქ, ახალი მინისტრის ეკონომიკური გამოცდილების როლი დიდი იქნება",- აღნიშავს თურნავა.

ცნობისთვის საქართველოს ჯანდაცვის ახალი მინისტრი ზურაბ აზარაშვილი იქნება. ეკატერინე ტიკარაძის შემცვლელი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს დაასახელა. ზურაბ აზარაშვილი ამ დრომდე თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს