ნათია თურნავას განცხადებით, მესტია იმდენად კარგად ვითარდება, რომ არალეგალური საქმიანობა, კრიპტოვალუტების ე.წ. მაინინგი საჭირო არ არის

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მესტია იმდენად კარგად ვითარდება ტურისტული თვალსაზრისით, რომ არალეგალური საქმიანობა, კრიპტოვალუტების ე.წ. მაინინგი საჭირო არ არის.

როგორც თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულებისას აღნიშნა, ე.წ. მაინინგი ელექტროენერგიის ზედმეტ მოხმარებას იწვევს.

მისივე თქმით, მესტიაში ელექტროენერგიის მიწოდების პროცესს "ენერგო-პრო ჯორჯია" უზრუნველყოფს, რომელიც გარკვეულ გამოწვევებს აწყდება.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით 24 საათის განმავლობაში უწყვეტი და ხარისხიანი ელექტროენერგიის მიწოდება ხორციელდებოდეს. ეს პროცესი გარკვეულ გამოწვევებს აწყდება მესტიის მუნიციპალიტეტში. ხშირია მაღალი მოთხოვნა, მოხმარება და ხაზების გადატვირთვა. ამის გამო, ავარიების რისკი მომატებულია. ნუ დაგვავიწყდება, რომ მესტია ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ზამთრის კურორტია. განსაკუთრებით დღეს, როდესაც ჩვენ განახლებული საბაგიროები ავამოქმედეთ. აქედან გამომდინარე იყო გაფრთხილება მოსახლეობის მიმართ. არის ასეთი პრობლემა - საყოფაცხოვრებო, არალეგალური მაინინგი, რომლითაც მოსახლეობის ნაწილი არის დაკავებული. ეს განაპირობებს ზედმეტ მოხმარებას და ხაზებზე დაწოლას. მინდა ვთქვა, რომ მესტია იმდენად კარგად ვითარდება ტურისტული თვალსაზრისით, რომ არ არის საჭირო მსგავსი საქმიანობა, რომელიც არალეგალურია და ხაზებს აზიანებს. ვუერთდები მესტიის მუნიციპალიტეტის პათოსს. ეს პრობლემაა და აუცილებლად გადაწყდება“, - აღნიშნავს თურნავა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო