ვახტანგ კალოიანი - არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება ჯანდაცვის მინისტრი, სამწუხაროდ, ეს ცვლილება არანაირ დადებით ეფექტს არ იქონებს

სამწუხაროდ, ეს ცვლილება არანაირ დადებით ეფექტს არ იქონებს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება ჯანდაცვის მინისტრი ამ სისტემაში, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ვახტანგ კალოიანმა განაცხადა.

მისი თქმით,"ქართულმა ოცნებამ" განსაზღვრა ჯანდაცვის პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები ბიუჯეტში, რომელიც იგივე შედეგებს მოგვიტანს, რასაც აქამდე.

„ჯანდაცვის მინისტრის ეს ცვლილება შიდა პოლიტიკური თამაშების შედეგია, მას არანაირი გავლენა არ ექნება ჯანდაცვის პოლიტიკაზე. "ქართულმა ოცნებამ" განსაზღვრა ჯანდაცვის პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები ბიუჯეტში, რომელიც იგივე შედეგებს მოგვიტანს, რასაც აქამდე - უამრავი გარდაცვლილი, მძიმე მდგომარეობა ჰოსპიტალურ სექტორში, პირველად ჯანდაცვაში, გაძვირებული სამედიცინო სერვისები, გაძვირებული მედიკამენტები. სამწუხაროდ, ეს ცვლილება არანაირ ეფექტს არ იქონიებს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება ჯანდაცვის მინისტრი ამ სისტემაში“, - განაცხადა კალოიანმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს