ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმის პროკურორის განცხადებით, ბრალდებულის მხრიდან აღიარება არა გულწრფელობას, არამედ მოსალოდნელი მკაცრი სასჯელისგან თავის არიდებას ემსახურება

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმის პროკურორის, გია შაიშმელაშვილის განცხადებით, ბრალდებულის მხრიდან აღიარება არა გულწრფელობას, არამედ მოსალოდნელი მკაცრი სასჯელისგან თავის არიდებას ემსახურება.

როგორც შაიშმელაშვილი განმარტავს, ბრალდებულებს გამოძიებასთან თანამშრომლობა თუ უნდოდათ, ამას გამოძიების ეტაპზე გააკეთებდნენ.

„ბრალდებულებს ბრალი ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობისთვის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ჯგუფურად ტარებისთვის, შეძენისთვის, ტარებისთვის აქვთ წარდგენილი. ის გარემოება, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა მკვლელობა აღიარა და მიუთითებს, მეორე არაფერ შუაშიაო, დამერწმუნეთ, ეს ყველაფერი მხოლოდ მოსალოდნელი მკაცრი სასჯელის თავიდან აცილების მცდელობაა და არა ის, რომ გულწრფელად ითანამშრომლონ ან სასამართლოსთან, ან გამოძიებასთან. თუ მათ სიმართლის თქმა უნდოდათ, ამ ყველაფერს გამოძიების ეტაპზე იტყოდნენ, დაველოდოთ, რა იქნება სასამართლო განხილვის დროს. ჩვენ აუცილებლად დავადასტურებთ სრული მოცულობით, რომ მათ მიერ ჩადენილია მკვლელობა წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ, მათ მიერ ჩადენილია ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება. ბრალდების მხარეს მოპოვებული აქვს მოწმეთა ჩვენებები, ბრალდებულების გადაადგილების გრაფიკები, მანძილები, მარშრუტები, რომელიც ემთხვევა გარდაცვლილის გადაადგილების მარშრუტს. მოპოვებულია ძალიან ბევრი მტკიცებულება", - განაცხადა შაიშმელაშვილმა.

კითხვაზე, თუ მიმდინარეობს გამოძიება მკვლელობის მოტივის დადგენისა და შესაძლო დამკვეთების გამოვლენის მიზნით, პროკურორი პასუხობს, რომ გამოძიება დამატებითი გარემოებების დასადგენად მიმდინარეობს.

„ერთ-ერთმა ბრალდებულმა თქვა, რომ ეს მკვლელობა მან ჩაიდინა, შესაბამისად, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, რას გვეტყვის ბრალდებული მოტივის, მიზეზის, მიზნის შესახებ. ძირითადი საქმიდან, რომელიც კვარაცხელიას მკვლელობის საქმეს შეეხება, გამოიყო საქმე, რომელიც შეეხება დანაშაულის შეუტყობინებლობას და დამალვას. მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც დამატებით გარემოებებს დაადგენს",- განაცხადა შაიშმელაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს