სამეფო უბნის თეატრში ისრაელელი დრამატურგების პიესების კრებულის პრეზენტაცია გაიმართება

29 დეკემბერს, სამეფო უბნის თეატრში ისრაელელი დრამატურგების პიესების კრებულის პრეზენტაცია გაიმართება. საქართველოში ისრაელის საელჩოს ინფორმაციით, წიგნის წარდგენასთან ერთად, პრეზენტაციაზე პიესების მიხედვით გადაღებულ ვიდეოებს აჩვენებენ. პრეზენტაციის დასკვნით ნაწილში კი სამეფო უბნის თეატრის მსახიობები წაიკითხავენ ნაწყვეტს ერთ-ერთი პიესიდან - „რევოლუციონერი ცოლები“.

„წიგნში თავმოყრილია თანამედროვე ისრაელელი ქალების მიერ დაწერილი ხუთი პიესა, რომელთა მთავარი გმირებიც სხვადასხვა ეპოქის, ქვეყნისა თუ სოციალური ფენის წარმომადგენელი ქალები არიან. პიესები ეხმიანება იმ მწვავე სოციალურ საკითხებს, რომლებიც დღესაც აქტუალურია საზოგადოებისთვის როგორც საქართველოში, ისე - ისრაელში. ნაწარმოებები ქართულად მამუკა ბუცხრიკიძემ თარგმნა. წიგნი გამოიცა საქართველოში ისრაელის საელჩოს მხარდაჭერით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ღონისძიება 29 დეკემბერს, 20:00 საათზე გაიმართება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს