მამუკა მდინარაძე - მიხარია, რომ პრეზიდენტისგან მივიღეთ ისეთი ინფორმაცია, რომელიც იმ მესიჯს არ ცდება და პირიქით ემთხვევა, რაზეც ჩვენ ვილაპარაკეთ, შეუძლებელია დანაშაულთან შერიგება

ძალიან მიხარია, რომ დღეს მივიღეთ ისეთი ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტისგან, რომელიც იმ მესიჯს არ ცდება და პირიქით ემთხვევა, რაზეც ჩვენ ვილაპარაკეთ - მაგალითად, შეუძლებელია ბოროტებასთან, დანაშაულთან და ისეთი მასშტაბის დანაშაულთან შერიგება, რომელიც გვახსოვს ჩვენ წინა ხელისუფლებისგან, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, მხარეებს შორის შეთანხმება, მხოლოდ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე საკითხებზე იქნება შესაძლებელი.

„როდესაც საქართველოს პრეზიდენტი საუბრობს ეროვნულ თანხმობაზე ვისაც, როგორ აწყობს მერე სუბიექტურად ისე ალაგებს. მესიჯი თარგმნეს თითქოს ჩვენ, "ქართული ოცნება" და “ნაციონალური მოძრაობა" უნდა შევურიგდეთ ერთმანეთს, შემდეგ სააკაშვილი გამოუშვას ვიღაცამ და აი, აქამდე დავიდა ეს ყველაფერი, რაც საერთოდ აცდენილია იმ რეალობასთან, რაც დღეს დეტალურად კიდევ ერთხელ განგვიმარტა საქართველოს პრეზიდენტმა. აქ არის უამრავ საკითხზე საუბარი, რაზეც შეიძლება რომ იყოს ეროვნული თანხმობა, რაც გამომდინარეობს ეროვნული ინტერესებისგან. ძალიან მიხარია, რომ დღეს მივიღეთ ისეთი ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტისგან, რომელიც იმ მესიჯს არ ცდება და პირიქით ემთხვევა, რაზეც ჩვენ ვილაპარაკეთ - მაგალითად, შეუძლებელია ბოროტებასთან, დანაშაულთან და ისეთი მასშტაბის დანაშაულთან შერიგება, რომელიც გვახსოვს ჩვენ წინა ხელისუფლებისგან, მაგრამ ადვილად წარმოსადგენია, რომ ამ ქვეყანაში ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ იფიქროს და ვერ გაბედოს ეროვნულ საკვანძო საკითხებზე შეწინააღმდეგება", - განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძე ასევე, "ნაციონალური მოძრაობის" მასობრივ შიმშილობის აქციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი გუნდის წევრები წარუმატებელი გეგმის წარუმატებელი ფინალისთვის გაწირა.

"დამნაშავის გათავისუფლების მოთხოვნა შიმშილობის გზით ცივილურ სამყაროში წარმატებულად დასრულებული ხომ არ გინახავთ? მათმა, ბელადმა ეს ხალხი გაწირა წარუმატებელი გეგმისთვის. როცა საშუალება ჰქონდა მთელ ქვეყანას წირავდა და ახლა, ბერკეტი აქვს მხოლოდ თავის თანამოაზრეებზე და ამას იყენებს ძალიან ცუდათ", - განაცხადა მდინარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა