გიორგი მარგველაშვილი - მიხეილ სააკაშვილთან მისი შეწყალების საკითხზე არ მისაუბრია

მიხეილ სააკაშვილთან მისი შეწყალების საკითხზე არ მისაუბრია, - ამის შესახებ საქართველოს მე-4 პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, გეგმავს თუ არა უახლოეს პერიოდში მიხეილ სააკაშვილის კვლავ მონახულებას, მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით ამის საფუძველი არ არის.

მიხეილ სააკაშვილთან მისი შეწყალების საკითხზე არ მისაუბრია. მასთან ვისაუბრე რუსეთზე, გეოპოლიტიკაზე და იმ გამოწვევებზე რაც ქვეყნის წინაშე დგას. ამ საკითხზე მიხეილ სააკაშვილი ალბათ, თავის იურისტებთან საუბრობს“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს