ნიკა მელია - ვიდრე მიზერული შანსიც კი არის, რომ თანხმობა მოხდეს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც ამ ქვეყნის მომავალს სჭირდება, ჩვენ ამ პროცესში უნდა ვიყოთ

ამ წუთის მდგომარეობით იმედი არსებობს. სანამ მიზერული შანსიც კი არის, რომ თანხმობა მოხდეს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც ამ ქვეყნის მომავალს სჭირდება, ჩვენ ამ პროცესში უნდა ვიყოთ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ნიკა მელიამ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტთან მოლაპარაკებების პარალელურად, მისი თანაპარტიელები საპროტესტო მოძრაობას არ შეწყვეტენ.

"პარალელურად წარიმართება ის პროტესტი, რომელშიც ათობით ათასი ადამიანი არის ჩართული - ეს არის საპროტესტო მოძრაობა, რომელიც არის სიმართლის მოპოვების მოძრაობა. პოლიტიკური მართლმსაჯულება დამარცხებადია საზოგადოების აქტიურობის პირობებში. შემთხვევითი არ არის, რომ 200 ადამიანმა თავი გადადო და პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა. ამას ვერ იაზრებენ კობახიძე, ივანიშვილი და ბევრი ადამიანი, რადგან შიმშილობის მხოლოდ მე-7 დღეა. ისინი ვერ ხვდებიან, თუ რა პროტესტი გაღვივდება ამ ქვეყანაში და რაზე მიდის ასობით მოქალაქე, რათა ამ ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულება არ იყოს და ტყვეები არ გვყავდეს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის ტყვეობაში არყოფნა", - განაცხადა მელიამ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს