ნიკა მელია - სალომე ზურაბიშვილს აქვს ისტორიული შანსი, მას შეუძლია დიდი  როლი ითამაშოს, მას აქვს გადამწყვეტი ბერკეტები

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, სალომე ზურაბიშვილს აქვს ისტორიული შანსი, მას შეუძლია დიდი და გადამწყვეტი როლი ითამაშოს, მას აქვს გადამწყვეტი ბერკეტები.

როგორც მან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სანამ უმცირესი შანსი იარსებებს, ის ამ პროცესს, შესაძლებლობების ფარგლებში, ხელს შეუწყობს.

„პროცესი თავისთავად მნიშვნელოვანია, საინტერესოა, მაგრამ აქვე უნდა ვთქვა სიმართლე - გულუბრყვილო არც მოლოდინი და არც ილუზიები არ მაქვს, თუმცა, დარწუნებული ვარ, რომ სამოქალაქო თანხმობას, როგორც პროცესს შანსი უნდა ჰქონდეს. შანსი უნდა ჰქონდეს და მე პირადად, მეგობრებთან ერთად, უმცირესს შანს სანამ ვხედავ, ამ პროცესს ხელს შევუწყობ ჩემი და ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში. რა არის ჩემთვის სამოქალაქო თანხმობა? სამოქალაქო თანხმობა ჩემთვის ამ ეტაპზე, ისტორიის მოცემულ დროში, გულისხმობს ორი კომპონენტის მოწესრიგებასა და ერთხელ და სამუდამოდ, ამ მიმართულებით მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღებას. ეს არის პოლიტიკური მართლმსაჯულების, პოლიტიკური დევნის დასრულება. არა უბრალოდ ჩვენ წინააღმდეგ, ვინც ახლა ვართ რეჟიმის მოწინააღმდეგეები, არამედ მომავალში. რა თქმა უნდა, ამ ქვეყანაში უნდა გაჩნდეს არჩევნებისადმი განცდა და არჩევნები არ უნდა ყალბდებოდეს. ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია სამოქალაქო თანხმობაზე ვისაუბროთ. სხვა შემთხვევაში გაჭირდება, გართულდება. სალომე ზურაბიშვილს ქვეყანაში შექმნილი ვითარების ძალიან სწორი აღწერა აქვს. მან ამის თაობაზე, ჩემდა გასაკვირადაც, საჯაროდაც ისაუბრა. როცა იგი აღიარებს, რომ ქვეყანაში არის სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი, როდესაც ქვეყნიდან გარბიან მოქალაქეები, რადგან ამ ქვეყანაში არ შეუძლიათ გაჩერება, დიახაც, ეს განცხადება არის განსხვავებული რამ, რაც მომისმენია ბოლო წლების განმავლობაში. და როდესაც რადიკალურად განსხვავებული განცხადება კეთდება სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, ეს არის მისასალმებელი. შეხვედრის განმავლობაში ჩვენ პრაქტიკულად ყველა საკითხთან დაკავშირებით ვისაუბრეთ. ვფიქრობ, რომ გამოსავალიც სწორად აქვს წარმოდგენილი. თუმცა, ბევრი რამ არის დამოკიდებული თავად რეჟიმზე. რეჟიმი რისი რეჟიმია, რომელიც საკუთარი ხელით შეიმცირებს ძალაუფლებაში ყოფნის ვადას ან დროს. თავად სალომე ზურაბიშვილს ჩემი შეფასებით, აქვს ისტორიული შანსი, მას შეუძლია არა მხოლოდ როლი ითამაშოს, არამედ დიდი და გადამწყვეტი როლი ითამაშოს, მას აქვს გადამწყვეტი ბერკეტები. იგი მოიპოვებს ამ პროცესში მხარდაჭერას და ასეთ შემთხევევაში შეიძლება ამ პროცესიდან რამე გამოვიდეს,“- განაცხადა ნიკა მელიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო