იაგო ხვიჩია - ჩემი აზრით, სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმების ბატალია სინამდვილეში არის შირმა იმისთვის, რომ დაიმალოს რეალური მიზანი თუ რა ფუჭდება ამ დაჩქარებულ მოსმენაზე ყველაზე მეტად

ჩემი აზრით, მთელი ეს სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმების რაღაცნაირი ბატალია არის შირმა სინამდვილეში იმისთვის, რომ დაიმალოს რეალური მიზანი თუ რა ფუჭდება ამ დაჩქარებულ მოსმენაზე ყველაზე მეტად,- ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, სინამდვილეში ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ ხელისუფლებამ სასამართლო კიდევ უფრო მეტად „ჩაისვას ჯიბეში“.

„სინამდვილეში, ყველაზე მეტად ფუჭდება „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონი. მე გეტყვით, რა გიწერიათ განმარტებით ბარათში, რა არის მიზანი. საკმაოდ გულწრფელია ამის დამწერი, პირდაპირ წერს, რა უნდა სასამართლოსგან. მე ვიცი, რომ ამას ვერ გავაჩერებ, თქვენ მიღებული გაქვთ ეს გადაწყვეტილება, ამიტომ იხილება ახლა დაჩქარებული წესით, მაგრამ მერე რომ არ იყოს იმაზე ლაპარაკი, არ ვიცოდით, რას დავუჭერთ ხვალ მხარსო, ეს მინდა, წაგიკითხოთ: „კანონპროექტის მიღების შედეგად, გაუმჯობესდება საერთო სასამართლოების სისტემაში არსებული საკითხების ადმინისტრირებასთან დაკავშირებული შემდეგი საკითხები: მოსამართლის დისციპლინარული გადაცდომის და სახდელების არსებულ სახეებს დაემატება ახალი დისციპლინური გადაცდომები და სახდელები, რაც უზრუნველყოფს მოსამართლის მიერ ჩადენილ ქმედებაზე კიდევ უფრო მეტად პროპორციულად რეაგირებას და დისციპლინური სახდელის უკეთ მისადაგების შესაძლებლობას“. მოსამართლეებისთვის შემოგაქვთ ახალი სასჯელი, რომლითაც შეიძლება მისმა ზედამხედველმა, იუსტიციის საბჭომ, ის დასაჯოს ანუ ამას აკეთებთ იმისთვის, რომ მოსამართლეთა დასჯის ახალი შესაძლებლობები გაჩნდეს. „შემცირდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დისციპლინურ საკითხებზე მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების კვორუმი“, - ანუ ადრე თუ სჯიდით 2/3-ით, ახლა საბჭოს ნახევრით დასჯით მოსამართლეებს. „გაუქმდება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრად ზედიზედ ორჯერ არჩევის აკრძალვა“, - ანუ ის ხალხი, რომელიც გამოგადგათ და ვადით იყო აკრძალული, მათი იქ ყოფნა გააგრძელეთ. ამის დასაბუთება არის: „გაზრდის, პროფესიული გამოცდილებისა და დამსახურების პრინციპზე დაყრდნობით იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დაკომპლექტებას“,- გეგონება მარტო ეს უშლის ხელს, რაც ახლა არის. ასევე, დაზუსტდება მოსამართლეთა საქმეთა განხილვისგან ჩამოცილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძვლები და დგინდება მოსამართლეთა საქმეთა განხილვისგან ჩამოცილების დეტალური პროცედურა - მოსამართლეთა დამონებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია და ამას ვიხილავთ დაჩქარებული წესით და მთელ მედიას, მათ შორის, ოპოზიციურს, მთავარი საკითხი ჰგონია ახლა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თემა, რომელიც ცალკე აღებული პრობლემაა, მაგრამ მიზანი არის ეს, რომ სასამართლო კიდევ უფრო მეტად ჩაისვათ ჯიბეში,“- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ემილ ავდალიანი - ყველაფერი რეგიონში საქართველოს უფრო მზარდ როლზე მოასწავებს, საჭიროა მხოლოდ შექმნილი ვითარების სწორად გამოყენება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2022
ალექსეი გარანი - პუტინს უნდა რომ უკრაინა დათმობებზე წავიდეს, მაგრამ უკრაინა მშვიდობის სანაცვლოდ, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხებით ვაჭრობას არ აპირებს
„ევროპელი სოციალისტების” წევრები, დავით ზილფიმიანი და ზაზა მიქაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
კომპანია PSP ფარმაცევტული სექტორის განვითარებაზე კონცენტრირდება და არაპროფილური ბიზნესებიდან გამოდის
კახა ოქრიაშვილი - საერთაშორისო იზოლაცია, უვიზო მიმოსვლის შეჩერება, ტოტალური გაღატაკება - აი, ეს მოაქვს ბატონ ივანიშვილს
გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Finance-მა 2022 წლის გამარჯვებულები გამოავლინა