ლევან იოსელიანი - ვხედავთ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების სურვილს, რის უკანაც ნათლად შეგვიძლია პოლიტიკური ანგარიშსწორების ნიშნები დავინახოთ

ვხედავთ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების სურვილს, რის უკანაც ნათლად შეგვიძლია პოლიტიკური ანგარიშსწორების ნიშნები დავინახოთ, - ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი აცხადებს.

იოსელიანის შეფასებით, ამას ადასტურებს ის, რომ პარლამენტში წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადებაში ჩართული არ იყვნენ არც უშუალოდ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლები, არც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და არც სხვა დაინტერესებული მხარეები.

მისივე თქმით, დაუშვებელია, ასეთი მაღალი საჯარო ინტერესის მქონე საკითხთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა დაჩქარებული წესით მოხდეს, რადგან ეს საკითხზე სიღრმისეულ მსჯელობას გამორიცხავს.

“მართალია, სამსახურის შექმნის პროცესში გარკვეული საფრთხე არსებობდა, რომ გამოძიების და ინფორმაციის დამუშავების კანონიერების კონტროლის ფუნქციების ერთ უწყებაში მოქცევა, შესაძლოა, ეფექტიანი არ ყოფილიყო. თუმცა, პრაქტიკაში ხარვეზი არ დაფიქსირებულა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში საგამოძიებო მიმართულება ჩამოყალიბებულია ცალკე დეპარტამენტის სახით, ინსპექტორს მხოლოდ გამოძიების წარმოების უფლება მიეცა და მასზე საპროცესო ზედამხედველობის უფლება საქართველოს პროკურატურამ სრულად შეინარჩუნა.

დღეს, ნაცვლად იმისა, რომ განხორციელდეს ქმედებები სამსახურის შემდგომი გაძლიერების კუთხით, რადგან თუნდაც სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულის ეფექტიანი გამოძიება ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა, ვხედავთ ინსპექტორის სამსახურის გაუქმების სურვილს, რის უკანაც ნათლად შეგვიძლია დავინახოთ პოლიტიკური ანგარიშსწორების ნიშნები. ის ფაქტი, რომ ინსპექტორის სამსახურის საქმიანობა საგამოძიებო კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცხადყოფს ციფრებიც - 2020 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში 2622 შეტყობინება შევიდა. 2020 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში გამოძიება 270 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო. საინტერესოა, რომ პარლამენტს 2020 წლის სახელმწიფო ინსპექტორის ანგარიშისთვისაც არ მოუსმენია, რისი ვალდებულებაც მას საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად აქვს“, - აცხადებს ლევან იოსელიანი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა