მამუკა მდინარაძე - გიორგი მარგველაშვილი თავისი თავის აქტუალიზაციას ცდილობს

გიორგი მარგველაშვილი თავისი თავის აქტუალიზაციას ცდილობს, - ასე შეაფასა უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მიერ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ გაკეთებული განცხადებები.

მისი თქმით, როდესაც მარგველაშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი პუტინის პატიმარია - ეს „ნაციონალური მოძრაობის" „მესიჯ-ბოქსია“.

„მან თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი პუტინის პატიმარიაო და თუ ცოტა ფაქტებზე ვილაპარაკებთ და პუტინის მოკავშირის როლში უფრო წარმოვიდგენთ მიხეილ სააკაშვილს, მაშინ ამ ფონზე, როდესაც ეს ადამიანი იძახის, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის პატიმარი - ჩნდება „ნაცმოძრაობის" "მესიჯ-ბოქსი, რაც არის ძალიან სამწუხარო იმ ადამიანისგან, რომელიც იყო ამ ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის შემდეგ და თან „ქართული ოცნების" მმართველობის დროს", - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქმეებზე, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებულად ფასდება, პოლიტიკური მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს. ამასთან, მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ სააკაშვილი პუტინის პატიმარია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო