ირაკლი ხმალაძე - თბილისის მერია 2022 წელს სესხის საშუალებით სატრანსპორტო და ნარჩენების მიმართულების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას გეგმავს

თბილისის მუნიციპალიტეტი სესხის საშუალებით ტრანსპორტის შესყიდვას, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას, ნარჩენების მიმართულების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას და დიღმის ჭალებში პარკის მოწყობას გეგმავს, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ საკრებულოში მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, სესხი ასევე მოხმარდება მეტროს ვაგონების შესყიდვას, ავტობაზების მშენებლობას, ჭკვიანი შუქნიშნების მოწყობას, დიღმის ჭალების პარკის მოწყობას და სხვა.

„სესხების ნაწილს რაც შეეხება, 100 მლნ ლარი მოხმარდება მეტროს ვაგონების შესყიდვას, 60 მლნ ლარი - ახალი ავტობაზების მშენებლობას, 20 მლნ ლარი - პირველი და მეორე ავტობაზის რეაბილიტაციას, 20 მილიონი ლარი გამოყოფილია ჭკვიანი შუქნიშნების პროექტისთვის, 30 მლნ - ნარჩენების მიმართულებით ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის, 8 მლნ ლარი - დიღმის ჭალების პარკის მოწყობისთვის“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა