ირაკლი ღარიბაშვილი - ჩემი ერთ-ერთი უდიდესი ოცნებაა, ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს, სხვა გეგმებთან ერთად, სიღარიბე დავამარცხო გუნდთან ერთად

მთავარი პრობლემა დღეს ქვეყანაში, გარდა იმ პრობლემებისა, როგორიც არის ოკუპაცია და სხვა, არის უმუშევრობა, დასაქმება და ბუნებრივია, სიღარიბე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ახალი სოციალური პროგრამა უმუშევრობის კუთხით ვითარებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს და შეცვლის განწყობას.

„ეს რომ გაიშლება მთელი ქვეყნის მასშტაბით, აბსოლუტურად სხვა დინამიკა იქნება, სხვა პოზიტივი შემოვა და ქვეყანაში სხვა პროცესი დაიწყება. ეს პირდაპირ ურტყამს სიღარიბეს. არ მინდა, გავუსწრო პროცესებს, მაგრამ წინასწარი გათვლებით, ჩვენ დაახლოებით 100 მილიონი ლარის გამოყოფა მოგვიწევს პირველ ეტაპზე და შემდეგ ამას გავზრდით, ბუნებრივია, იმისთვის, რომ ამ ადამიანებს ღირსეული ხელფასიც გადავუხადოთ და სიღარიბეს, ამ სენს, ამ მტერს მიზნობრივად დავარტყათ. მე ვიტყოდი პირდაპირ, ჩემი ერთ-ერთი უდიდესი ოცნებაა, ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს, ამ პერიოდში, სხვა გეგმებთან ერთად, ერთ-ერთი მთავარი ოცნება მაქვს, რომ სიღარიბე დავამარცხო ჩემს გუნდთან ერთად. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოცნება, რომელიც მაქვს. ჩვენ ამ პროცესს რომ დავიწყებთ, შემდეგ გაჩვენებთ დინამიკას და ჩვენი მოსახლეობა ამას ნახავს. შევქმნით სამუშაო ადგილებს, ამ ხალხს ვასწავლით ძალიან ბევრ რამეს, აქვე ჩავრთავთ პროფესიულ განათლებას, ყველა მუნიციპალიტეტში, რა თქმა უნდა, სურვილისამებრ ყველა ადამიანს გადავამზადებთ, გავუკეთებთ პროგრამებს და ა.შ.” - აღნიშნა პრემიერმა „იმედის“ ეთერში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს