პრემიერი ეროვნული თანხმობის იდეაზე - თუ ვინმეს მოუნდება აღიარება, პოლიტიკის შეცვლა, რადიკალიზმზე და რევანშზე უარის თქმა და ა.შ. ეს გაგვიხარდება, მაგრამ რთულად მესახება ეს პროცესი

მე ვფიქრობ, ეს რთული გასაკეთებელია. ძალიან ბევრი მეუფის, სასულიერო პირის განცხადება მოვისმინე და სრულად ვიზიარებ, რომ თუ ადამიანი არ მოინანიებს და ჯერ ერთი, არ აღიარებს თავის დანაშაულს, თუ არ დავარქმევთ სახელს ყველაფერს და თუ არ გეტყვის ადამიანი, რომ კი, ასეა ნამდვილად, მე წარმოუდგენლად მიმაჩნია და უბრალოდ რთულად მესახება ეს ყოველივე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეროვნული თანხმობის ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ რა თქმა უნდა, მომხრეა, ქვეყანაში არ იყოს პოლარიზება.

„პოლარიზაციის დონე არის საკმაოდ მაღალი და ჩვენ ეს არ გვჭირდება, ჩვენს ინტერესებში არ შედის, თუმცა ვისგან მომდინარეობს - ჩვენ თუ ამ კითხვას დავსვამთ, პასუხი ძალიან მარტივია - ეს არ მომდინარეობს არამც და არამც ჩვენგან, ეს მოდის ამ დესტრუქციული ძალისგან.

ასე რომ, ყველას გაეცემა სათანადო პასუხი. ყველას გავცემთ და მივუჩენთ სათანადო ადგილს. თუ ვინმეს მოუნდება აღიარება, პოლიტიკის შეცვლა, რადიკალიზმზე უარის თქმა, რევანშზე უარის თქმა და ა.შ. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს გაგვიხარდება, მაგრამ სიმართლე გითხრათ, რთულად მესახება ეს პროცესი, იმიტომ, რომ ვუყურებ რა ამ ადამიანის ქმედებებს და ა.შ. ვფიქრობ, რომ ეს რთული გასაკეთებელი იქნება, თუმცა გამიხარდებოდა. წარმატებებს ვუსურვებ ამ იდეის ავტორს და ინიციატორს", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა