გიული ალასანია - მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა - მისი მდგომარეობა დამძიმდა მას შემდეგ, რაც გაიგო, თურმე საბუთები მოუმზადებიათ და უპირებდნენ ისევ ციხეში გადაყვანას

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა.

გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მას შემდეგ დამძიმდა, რაც მას ციხეში გადაყვანა დაუპირეს.

„ჩემი ინფორმაციით გონება დაკარგა, წნევა ჰქონდა 200, მერე არ ვიცი როგორ მოხდა მისი მოსულიერება და რა მოხდა, არ ვიცი ეს დეტალები, ველოდები როდის შევლენ ნიკოლოზ ყიფშიძე და ოთარ თოიძე.

არ მომწონს, რომ არ უშვებენ მედიკოსებს. როგორც ჩანს, არ არის შესაბამის ფორმაში, არ უნდათ ალბათ, ასეთ მდგომარეობაში ნახონ.

მისი მდგომარეობა დამძიმდა მას შემდეგ, რაც გაიგო, თურმე საბუთები მოუმზადებიათ და უპირებდნენ ისევ ციხეში გადაყვანას, რომელ ციხეში გადაყვანას, მე უკვე არ ვიცი. ცოტა ხნის წინ ჩვენ მოვისმინეთ ყველამ სახალხო დამცველის კონსილიუმის აზრი, რომლებიც ერთხმად ამბობენ, რომ არავითარი ციხე ჯერ არ შეიძლება”, - განაცხადა გიული ალასანიამ „ტვ პირველთან“.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა