ნიკა გვარამია - რაც მოხდა ეს არის უკვე განგრძობითი წამება, რეაბილიტაციაზე ლაპარაკი ზედმეტია საერთოდ, გორის ჰოსპიტალში ვეღარაფერი მოხდება, რასაც რეაბილიტაცია ჰქვია

კატეგორიულად მოვითხოვ მისი პირადი ექიმების და მისი უფლებადამცველის, ჩემს შესვლას, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში განგრძობითი წამების ქვეშ ჰყავთ.

„მათ უნდა შეამოწმონ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და მე უნდა შევამოწმო უფლებრივი მდგომარეობა მისი, რა ვითარებაა და ასევე თუ იქ იყო დაპირისპირება, აქვს თუ არა დაზიანებები. ამ წუთში რაც მოხდა ეს არის უკვე განგრძობითი წამება, რეაბილიტაციაზე ლაპარაკი ზედმეტია საერთოდ, ამ კლინიკაში ვეღარაფერი ვეღარ მოხდება, რასაც რეაბილიტაცია ჰქვია და ფაქტია, ადამიანს ეს რეაბილიტაცია არ გაუვლია, მართლა განგრძობითი წამების ქვეშ ჰყავთ. ამ ვითარებაში წარმოუდგენლად მიმაჩნია ჩვეულებრივად რუტინულად ცხოვრების გაგრძელება. როცა მოუნდება „ქართულ ოცნებას“ მაშინ აწამებს, აი, ამ რეჟიმში ვართ. მე მინდა, უკრაინის სახელმწიფოს მივმართო, ბევრად უფრო მკაფიო და აქტიური იყოს ამ მიმართულებით“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო