აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების ასიმპტომური შემთხვევების დროს კარანტინის ვადა 5 დღემდე მცირდება

აშშ-ის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა კოვიდინფიცირებული მოქალაქეებისთვის, რომლებსაც სიმპტომები არ აქვთ, იზოლაციის რეკომენდებული დრო 10-დან 5 დღემდე შეამცირა.

ამასთან, უწყებაში აცხადებენ, რომ უსიმპტომო ადამიანებმა იზოლაციის შემდეგ ხუთი დღის განმავლობაში პირბადე უნდა ატარონ.

აშშ-ის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის რეკომენდაციის თანახმად, არავაქცინირებულმა პირებმა და მათ, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო mRNA ვაქცინის მეორე დოზა 6 თვეზე მეტი ხნის წინ, „ჯონსონის“ ვაქცინა კი 2 თვეზე მეტი ხნის წინ გაიკეთეს და „ბუსტერ“ დოზით არ აცრილან, ინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ 5-დღიანი კარანტინი უნდა გაიარონ, შემდეგ კი, მომავალი 5 დღის განმავლობაში მკაცრად დაიცვან პირბადის გამოყენების წესი.

რაც შეეხება „ბუსტერ“ დოზით აცრილებს, ინფიცირებულთან შეხების შემდეგ მათ შეუძლიათ კარანტინი არ გაიარონ, თუმცა, 10 დღის განმავლობაში პირბადე უნდა ატარონ.

შეგახსენებთ, აშშ-ის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა გასულ კვირაში განაცხადა, რომ აშშ-ში, კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების 73%-ი „ომიკრონ“ ვარიანტზე მოდის.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია