იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან ამირან ძაბუნიძესთან გასაუბრება გაიმართება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიერ პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან ამირან ძაბუნიძესთან გასაუბრება გაიმართება.

მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის პროცედურის ანალოგიით წარიმართება, როცა კანდიდატს განსაზღვრული დროის ფარგლებში კითხვებს დაუსვამენ ფრაქციებისა და პოლიტიკურ ჯგუფების წარმომადგენლები და ასევე, უფრაქციო დეპუტატები.

გასაუბრების პროცესში კითხვების დასმის შესაძლებლობა, ასევე ექნებათ არასაპარლამენტო სუბიექტების, კერძოდ: ადვოკატთა ასოციაციის, იურიდიული დახმარების სამსახურის, სახალხო დამცველის ოფისის, არასამთავრობო ორგანიზაციების და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ამირან ძაბუნიძე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს ასარჩევად 20 დეკემბერს წარუდგინა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს