26 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოდან 72.2 მლნ დოლარის თხილის ექსპორტი განხორციელდა

2021 წლის 1-ელი აგვისტოდან 26 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, საქართველოდან 17.0 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 72.2 მლნ დოლარი შეადგინა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის მოცულობა 3.7 ათასი ტონით (28%), ხოლო ღირებულება - 7.2 მლნ აშშ დოლარით (10%) გაიზარდა.

„ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება - იტალიაში (7 054 ტონა), გერმანიაში (3 140 ტონა), ესპანეთში (478 ტონა), ჩეხეთში (445 ტონა), პოლონეთში (337 ტონა), ლიეტუვაში (305 ტონა), საფრანგეთში (300 ტონა), ბულგარეთში (132 ტონა), საბერძნეთში (71 ტონა), ლატვიაში (70 ტონა), ესტონეთში (60 ტონა), ბელგიაში (41 ტონა), უნგრეთში (22 ტონა), ხორვატიაში (20 ტონა).

ქართული თხილი ექსპორტზე გადის: სომხეთში (1 198 ტონა), ჩინეთში (780 ტონა), უკრაინაში (301 ტონა), რუსეთში (358 ტონა), საუდის არაბეთში (276 ტონა), ბელარუსში (251 ტონა), ალჟირში (241 ტონა), ერაყში (168 ტონა), შვეიცარიაში (151 ტონა), მექსიკაში (120 ტონა), კანადაში (120 ტონა), არგენტინაში (91 ტონა), აზერბაიჯანში (82 ტონა), არაბთა გაერთიანებულ ემირატებში (75 ტონა), თურქეთში (68), ყაზახეთში (45 ტონა), უზბეკეთში (44 ტონა), ტუნისში (27 ტონა), გაერთიანებულ სამეფოში (22 ტონა), ყირგიზეთში (22 ტონა), იორდანიაში (14 ტონა)“,- აღნიშნავენ უწყებაში.

გიორგი ბილანიშვილი - ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან განსხვავებით, მოსკოვი ნამდვილად არ უნდა იყოს უკმაყოფილო იმით, რაც ახლა საქართველოში ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 04.08.2022
ხათუნა ბურკაძე - აგვისტოს ომიდან 14 წლის განმავლობაში რუსეთის უცვლელი, უკიდურესად აგრესიული პოლიტიკის შესაჩერებლად საერთაშორისო სისტემის გარდაქმნაა აუცილებელი
სოფიო გრაკალიშვილი  - საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის სურვილია მომხმარებელმა ყველაფერი იცოდეს დაზღვევის პირობების შესახებ და საინფორმაციო ფურცელზე ხელმოწერა არ იყოს ფორმალური პროცედურა
„ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილება ბიზნესის საუკეთესო ინტერესებზეა ორიენტირებული“ - ლოგისტიკური კომპანია საბაჟო დეპარტამენტის ნაბიჯს მიესალმება