რომან გოცირიძე - უმრავლესობაში დარდობენ, როგორ გაექცათ ხელიდან ომბუდსმენის ინსტიტუტი და სამოხელეო დანაშაულის გამოძიება - პრეზიდენტმა უმრავლესობის პროექტს ვეტო უნდა დაადოს

უმრავლესობაში თავში ირტყამენ ხელს, დარდობენ, როგორ გაექცათ ხელიდან სახალხო დამცველის ინსტიტუტის კონტროლი, ასევე მათ სრული კონტროლისგან გაექცათ ისეთი მნიშვნელოვანი სფერო, როგორიც სამოხელეო დანაშაულის გამოძიებაა - ახლა შუაზე გაყოფა და ორი კურდღლის დაჭერა უნდათ,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

როგორც გოცირიძემ აღნიშნა, ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამოძიების პრეცედენტი დაინახა და ჩათვალა, რომ შეიძლება კარზე მიუკაკუნონ იმ ძალოვნებსაც, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ ემსახურებიან“.

„როგორც ჩანს, უმრავლესობაში თავში ირტყამენ ხელს, დარდობენ, როგორ გაექცათ ხელიდან სახალხო დამცველის ინსტიტუტის კონტროლი. სახალხო დამცველი ორი მიზეზის გამო არის დღეს დამოუკიდებელი: ერთი ის, რომ ღირსეული ხელმძღვანელობა ჰყავს და მეორე ის, რომ მისი არჩევის წესი მეტ-ნაკლებად რთულია და მასში სამოქალაქო სექტორიც მონაწილეობს. თავისუფლების სამართლებრივი ბაზა სახალხო დამცველს უფრო მეტი აქვს, ვიდრე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ჰქონდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათ გაექცათ სრული კონტროლისგან ისეთი მნიშვნელოვანი სფერო, როგორიც სამოხელეო დანაშაულის გამოძიებაა, სწორედ ამ გამოძიების საკითხმა ჩააფიქრათ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დაინახეს პრეცედენტი, რომ მათ გამოიძიეს და დააჯარიმეს კიდეც. ჩათვალეს, რომ შეიძლება გამოძიებამ მიუკაკუნოს კარზე იმ ძალოვნებსაც, რომლებიც ემსახურებიან არა ქვეყანას, არამედ „ქართულ ოცნებას“ და მათი საარჩევნო შტაბის შეიარაღებული ნაწილი არიან, ამიტომ, ახლა უნდათ შუაზე გაყოფა და ორი კურდღლის დაჭერა - ერთი, რომ გამოძიებას გაიყვანენ და დანიშნავენ ვინმე ყურმოჭრილს, როგორიც დღეს პროკურატურაში ჰყავთ დანიშნული, მეორე მხრივ პერსონალური მონაცემები დაცვის სამსახური ამ რეორგანიზაციის კონტექსტში მთლიანად გაუქმდება და ხელახალი ფორმირება დაიწყება, მისი დღევანდელი ხელმძღვანელობა იქ ვერ დაბრუნდება. ძალიან კარგად იციან რომ მოსმენების საკითხი, ისევე როგორც სახელმწიფო მოხელეების ქონებრივი დეკლარაციები მაინც არ უნდა იყოს დამოუკიდებელი სტრუქტურის და ადამიანის კონტროლქვეშ. ბოლომდე დაიზღვევენ თავს და ორ ყურმოჭრილ ადამიანს დასვამენ იქ. ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი სახელმწიფო დაწესებულება, რომელიც რაიმე თავისუფლებას გამოამჟღავნებს, შეიძლება კანონის წესით დასაჯონ. ამიტომ სახალხო დამცველის და სახელმწიფო ინსფექტორის სამსახური უნდა ფორმირდებოდეს ისე, რომ მომენტალური სადამსჯელო ექსპედიცია ვერ ჩაატაროს ხელისუფლებამ“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.

ამასთან, გოცირიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტს ვეტო დაადოს.

„მიბაძოს სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთის პრეზიდენტს - მან გამოიყენა ვეტოს უფლება და შეაჩერა იმ კანონპროექტის მიღება, რომელიც მედის თავისუფლებას ზღუდავდა. ამბობენ ხოლმე - ვეტოს ხომ უმრავლესობა დაძლევს?! კი, მაგრამ ამას პოლიტიკური შედეგი მოსდევს. ვეტოს რეზონანსი აქვს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ. რასაც ეროვნული თანხმობის შესახებ ვისმენთ, ეს მხოლოდ და მხოლოდ სურვილებია, მას არავითარი კონკრეტული შინაარსი არ აქვს. დღეს ექნება მას კონკრეტული შინაარსი, თუ განაცხადებს, რომ ვეტოს დაადებს“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.

ცნობისთვის, დღეიდან, პარლამენტის კომიტეტებში, დაჩქარებული წესით, საკანონმდებლო პაკეტის განხილვა იწყება, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება.

უმრავლესობის დეპუტატების საკანონმდებლო ინიციატივას საპროცედურო საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა