გოგა ონიანი - მოვითხოვთ რიგგარეშე სხდომა დაინიშნოს და კახა კალაძემ საკრებულოს ანგარიში წარუდგინოს, სრულად ნუ ჩამოაქცევენ ინსტიტუტებს!

საკრებულოში ოპოზიციის ინტერფრაქციული ჯგუფი თბილისის მერის კახა კალაძისგან წლიური ანგარიშის წარდგენას მოითხოვს.

როგორც საკრებულოს წევრი, ოპოზიციონერი გოგა ონიანი აცხადებს, საკრებულოსთვის წლიური ანგარიშის წარდგენა მერის მოვალეობაა, რაც კახა კალაძეს არ გაუკეთებია.

“თბილისის მერს საქართველოს კანონმდებლობით წლის ბოლოს საკრებულოსთვის ანგარიშის ჩაბარება ევალება. მერს ანგარიში არ წარუდგენია და როგორც ჩანს, არც აპირებს, რადგან საკრებულოს თავმჯდომარემ განგვიცხადა, რომ კახა კალაძის მიერ მთავრობის წარდგენა ეს ანგარიშის წარდგენად ჩაითვალაო. ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც დღის წესრიგში მერის მიერ ანგარიშის წარდგენის პუნქტი საერთოდ არ იყო, რაც დანაშაულია. მოვითხოვთ რიგგარეშე სხდომა დაინიშნოს და მერმა საკრებულოს ანგარიში წარუდგინოს. სრულად ნუ ჩამოაქცევენ ინსტიტუტებს და ფეხზე ნუ დაიკიდებენ ხალხის მიერ არჩეულ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტიტუტს“, - განაცხადა ონიანმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს