ანა ნაცვლიშვილი უმრავლესობას - არ მეგონა, რომ ასე შეგაშინებდათ ალტერნატიული პროექტი, დანიშნეთ ბიუროს განმეორებითი სხდომა

ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი ბიუროს წევრებს სხდომის განმეორებით ჩატარების თხოვნით მიმართავს, რათა მათ მიერ ინიცირებული ალტერნატიული კანონპროექტების დარეგისტრირება შეძლოს.

როგორც ანა ნაცვლიშვილმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა, სადაც „სახელმწიფო ინპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონპროექტის განხილვაა დაგეგმილი, „ადამიანის უფლებათა კომიტეტი უწესო წესებით იბრძვის“.

„ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის დღის წესრიგს აკლია ორი მნიშვნელოვანი საკითხი. მინდა რომ იცოდეს საზოგადოებამ, თქვენგან, როგორც საზგადოების წინაშე ანგარიშვალდებული პირებისგან, ვინც ბიუროს წევრები ბრძანდებით, განგვიმარტეთ, რატომ არ მოხვედით დღეს ბიუროზე და ბიუროს ჩაშლით რატომ აფერხებთ „ლელოს“ ფრაქციის მიერ დაინიცირებულ ორ ალტერნატიულ წინადადებას? პირველს, რომელიც შეეხება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეალურ გაძლიერებას და მეორე, ასევე, ჩააგდეთ „ლელოს“ ალტერნატიული ამნისტიის კანონპროექტი, რომელიც ასობით პატიმარს დ მათი ოჯახის წევრებს მისცემდა რეალურ შეღავათს კოვიდის დროს. თუ შეიძლება, სანამ დაიწყება კომიტეტის სხდომა, აქ წარმოდგენილმა პირებმა საზოგადოების წინაშე გააკეთეთ განმარტებები, რატომ არ მოხვედით ბიუროს სხდომაზე? ამერიკის ელჩის ვიზიტს პარლამენტში, ძალიან გთხოვთ, ნუ გადააბრალებთ ბიუროს სხდომის ჩაშლას, ეს არის ადამიანის უფლებათა კომიტეტი და როცა ადამიანის უფლებათა დასაცავად შემოსულ კანონპროექტებს ხელოვნურად ბლოკავთ თქვენ და თქვენი თანაგუნდელები, ამაზე მაინტერესებს პასუხი, სხვა შემთხვევაში გამოდის, რომ ვმონაწილეობთ თეატრში. გიქმნით თუ არა მორალურ დისკომფორტს, როგორც ამ კანონპროექტების ინიციატორებს ის ფაქტი, რომ ხელოვნურად გვიკრძალავთ ჩვენს კანონოპროექტებზე საუბარს. გიქმნით თუ არა ეს მორალურ დისკომფორტს და თუ ეს გიქმნით მორალურ დისკომფოტს, უმრავლესობის წევრები ხართ, გაქვთ არაერთი ჩატი, მოუწოდეთ თქვეს კოლეგებს, რომ კიდევ ერთხელ შეიკრიბოს ბიუროს სხდომა.

თუ უსამართლობას ხედავთ ამ ყველაფერში, გთხოვთ, მოუწოდოთ თქვენს თანაგუნდელებს, რომ ახლა შეიკრიბოს ბიურო, რა გიშლით ხელს? რატომ არ მოხვედით ბიუროს სხდომაზე? რატომ გაიქეცით ბრძოლის ველიდან? არ მეგონა, რომ ასე შეგაშინათ ამ ალტერნატიულმა კანონპროექტმა. მაინტერესებს საზოგადოებას გაეცით პასუხი. გიქმნით თუ არა მორალურ დისკონფორტს თქვენ, მიხეილ სარჯველაძესა და გურამ მაჭარაშვილს ის, რომ ასე არაპატიოსნად გინდათ ჩაჩეხოთ ალტერნატიული კანონპროექტი. შემდეგ ცვლილებას უნდა ველოდოთ, რომ რეგლამენტის 108-ე მუხლს ამოიღებთ? არ მოგწონთ?! გაქვთ თუ არა მორალური დისკომფორტი იმის გამო, რომ უწესო წესებით იბრძვით ადამიანის უფლებათა კომიტეტში“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც მმართველი გუნდის წევრების არ მისვლის და შესაბამისად, კვორუმის პრობლემის გამო ჩაიშალა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით ფრაქცია "ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის" ალტერნატიული საკანამდებლო პროექტი უნდა დარეგისტრირებულიყო.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა