გია ვოლსკი - სააკაშვილის ადვოკატებმა ეტყობა არ იციან, რას ნიშნავს სიტყვა „წამება“ და რამდენი მაგალითი შეიძლება მოვუყვანოთ იმის, თუ რა არის წამება

სააკაშვილის ადვოკატებმა ეტყობა არ იციან, რას ნიშნავს სიტყვა“ წამება“ და რამდენი მაგალითი შეიძლება მოვუყვანოთ იმის, თუ რა არის წამება,- ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის უფლებადამცველების განცხადებას იმას დაკავშირებით, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის წამება გრძელდება.

როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებთან აღნიშნა, მაშინ როდესაც კონსილიუმი, მათ შორის, სახალხო დამცველთან არსებული ექიმთა კონსილიუმი აცხადებს, რომ სააკაშვილი ჯანმრთელია, ცხადია, უნდა მოხდეს, მისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანა.

„სააკაშვილის ადვოკატებმა ეტყობა არ იციან, რას ნიშნავს სიტყვა - წამება და რამდენი მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ იმისა თუ რა არის წამება, განსაკუთრებით პატიმრების მიმართ ასეთი მხეცური, სადისტური დამოკიდებულება, რომელსაც ადგილი ჰქონდა განზრახ, სახელმწიფო პოლიტიკაში, რომელსაც სააკაშვილი ატარებდა. როდესაც კონსილიუმი, მათ შორის, სახალხო დამცველის მიერ ჩამოყალიბებული კონსილიუმი აცხადებს, რომ სააკაშვილი არის ჯანმრთელი, რასაკვირველია, ის უნდა დაბრუნდეს საპატიმროში. ის შეიძლება სტრესის მდგომარეობაში ჩავარდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ კანონი არ უნდა აღსრულდეს,“- განაცხადა ვოლსკიმ.

ემილ ავდალიანი - ყველაფერი რეგიონში საქართველოს უფრო მზარდ როლზე მოასწავებს, საჭიროა მხოლოდ შექმნილი ვითარების სწორად გამოყენება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2022
ალექსეი გარანი - პუტინს უნდა რომ უკრაინა დათმობებზე წავიდეს, მაგრამ უკრაინა მშვიდობის სანაცვლოდ, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხებით ვაჭრობას არ აპირებს
„ევროპელი სოციალისტების” წევრები, დავით ზილფიმიანი და ზაზა მიქაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
კომპანია PSP ფარმაცევტული სექტორის განვითარებაზე კონცენტრირდება და არაპროფილური ბიზნესებიდან გამოდის
კახა ოქრიაშვილი - საერთაშორისო იზოლაცია, უვიზო მიმოსვლის შეჩერება, ტოტალური გაღატაკება - აი, ეს მოაქვს ბატონ ივანიშვილს
გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Finance-მა 2022 წლის გამარჯვებულები გამოავლინა