ნათია თურნავამ ნომინაციაში „საქართველოს უცხოელი მეგობარი“ გამარჯვებული დააჯილდოვა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „დიასპორის დაჯილდოება 2021“-ის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ნათია თურნავამ ნომინაციაში „საქართველოს უცხოელი მეგობარი“ გამარჯვებული დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

წელს ეს ჯილდო გადაეცა პროფესორ ლასლო ბორჰის - ბუდაპეშტის უნივერსიტეტის რექტორს.

მათივე ცნობით, მას დიდი წვლილი მიუძღვის ორ ქვეყანას, საქართველოსა და უნგრეთს შორის კულტურული, საგანმანათლებლო და ლიტერატურული კავშირების განმტკიცების საქმეში. ლასლო ბორჰის უშუალო ძალისხმევით უნივერსიტეტში გაიხსნა ქართული ენის სწავლების კურსი და უნგრელი ქართველოლოგის მარტონ იშტვანოვიჩის სახელობის ქართული ბიბლიოთეკა. ჯილდო მიიღო უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ანა მარია შიკოს.

„მინდა, მივესალმო ყველა ჩვენს უცხოელ მეგობარს, საქართველოს მიმართ მათი ღვაწლი ძალიან დასაფასებელია, რადგან ჩვენი თანამემამულეები, ვინც საზღვარგარეთ ძალიან დიდ ქართულ საქმეს აკეთებენ, იღწვიან საკუთარი სამშობლოსთვის, მაგრამ კიდევ უფრო მეტად დასაფასებელია, როდესაც უცხოელი ადამიანები საზღვარგარეთ ასევე ძალიან დიდ ქართულ საქმეს აკეთებენ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ასევე ისაუბრა ქართული დიასპორის როლსა და მნიშვნელობაზე საზღვარგარეთ სხვადასხვა სფეროში კავშირების დამყარების კუთხით. ამასთან, როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, საქართველოს მთავრობა მართლაც ძალიან ბევრს აკეთებს იმისთვის, რომ ეს რესურსი, რომელიც მთელ მსოფლიოში ჩვენი დიასპორის სახით გვყავს, იყოს მაქსიმალურად მობილიზებული და კავშირები უფრო მყარი გახდეს.

„დიასპორის დაჯილდოება 2021“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიების მიზანია საზღვარგარეთ მცხოვრები, სხვადასხვა სფეროში წარმატებული ჩვენი თანამემამულეების დამსახურების აღიარება და დაფასება - მათი, ვისაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით საქართველოს საერთაშორისო იმიჯის შექმნაში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს