კომპანია „როში“ საჯარო და კერძო სექტორთან თანამშრომლობით, უამრავ წარმატებულ პროექტის ახორციელებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მათ შორის საქართველოშიც

სიცოცხლეზე ზრუნვის 125 წელი, 25 წელი უკვე საქართველოში და მილიონობით გადარჩენილი სიცოცხლე.

შვეიცარული ფარმაცევტული კომპანია „როში“ წელს იუბილარია. ფარმაცევტული კომპანია „როში“ დაარსდა, 125 წლის წინ, შვეიცარიაში, ჰოფმანების ოჯახის მიერ. დაავადების პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის გზების გაუმჯობესების ძიებაში, საუკუნეზე მეტი გავიდა. დღეს „როში“, როგორც მსოფლიოში უდიდესი ბიოტექნოლოგიური კომპანია, ფარმაცევტულ და დიაგნოსტიკურ მიმართულებებს აერთიანებს. ამ ორი მიმართულების გაერთიანებამ კომპანიას საშუალება მისცა ყოფილიყო პერსონალიზებული მედიცინის ფუძემდებელი, რომლიც უზრუნველყოფს თითოეული პაციენტის ინდივიდუალურ და სწორედ ამ პაციენტისთვის შერჩეულ საჭირო მკურნალობას. კომპანიის მიზანია არა მხოლოდ შექმნას ინოვაციური პრეპარატები, არამედ გააუმჯობესოს ინოვაციურ პრეპარატებზე ხელმისაწვდომობა პაციენტებისათვის.

„საუკუნეზე მეტია კომპანია მუდმივად ქმნის ინოვაციებს ჯანმრთელობის დაცვის სფეროში. ამ პერიოდის განმავლობაში მრავალი ინოვაციური მედიკამენტი და სადიაგნოსტიკო ტესტი შეიქმნა, რომლებმაც რადიკალურად შეცვალა მიდგომები, მრავალი დაავადების მკურნალობასა და დიაგნოსტიკაში. 125 წელი არის სიცოცხლეზე ზრუნვის წლები. ამ წლების უკან მილიონობით პაციენტი და მათი ოჯახის წევრია, რომლებისთვისაც ინოვაციური მედიკამენტები და მკურნალობის ინოვაციური მიდგომები ფაქტობრივად მათი გადარჩენილი სიცოცხლეა,“ – კომპანიის ინოვაციურ მიდგომებზე საუბრობს „როშ ჯორჯიას“ დირექტორი მაკა ასათიანი.

მნიშვნელოვნია, რომ როშის მიერ შექმნილი ოცდაათზე მეტი მედიკამენტი შეტანილია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებულ ესენციური მედიკამენტების ნუსხაში, მათ შორის, სიცოცხლის გადამრჩენი ანტიბიოტიკები, მალარიის საწინააღმდეგო და ონკოლოგიური პრეპარატები. მეთორმეტე წელია, დოუ ჯონსის მდგრადობის ინდექსებით (DJSI), როში ფარმაცევტული ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე მდგრად კომპანიად არის აღიარებული.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, ინოვაციური მედიკამენტი ეს არის უნიკალური, ახალი მოლეკულა რომლის შექმნისთვის იმუშავა მეცნიერების ჯგუფმა, ჩატარდა უამრავი კვლევები რომელთა საფუძველზეც დადგინდა ამ მოლეკულის ეფექტურობა, უსაფრთხოება და ხარისხი.

ცნობილია, რომ საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე, როშის მედიკამენტები პირველად 25 წლის წინ, 90-იან წლებში გამოჩნდა და ამ პერიოდში კომპანიის წარმომადგენლობაც გაიხსნა. როგორც საქართველოს წარმომადგენლობაში იხსენებენ, თავდაპირველად კომპანიაში რამდენიმე თანამშრომელი მუშაობდა, რომლებიც ზრუნავდნენ ინოვაციურ მედიკამენტებზე, ინფორმაცია მიეწოდებინა საქართველოს სამედიცინო საზოგადოებისთვის. წლების განმავლობაში წარმომადგენლობა იზრდებოდა, სულ უფრო მეტი ინოვაციური მედიკამენტი შემოდიოდა და ინერგებოდა საქართველოს ბაზარზე.

„ძალიან მნიშვნელოანია, რომ ინოვაციური მედიკამენტებით მკუნნალობა, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის მკურნაბლობის მიდგომებს, დროულად მოხვდეს პაციენტთან. ამიტომ ჩვენი საქმიანობა მიმართულია არა მხოლოდ ფიზიკურ ხელმისაწვდომობაზე, არამედ სხვადასხვა ორგანიზაციებთან ვთანამშრომლობთ და ერთობლივი პროგრამების დანერგვით ფინანსურად ხელმისაწვდომიც გავზადოთ.

მოგეხსენებათ, 25 წლის წინ ქვეყანა როგორ რთულ მდგომარეობაში იყო. მათ შორის ჯანდაცვის სისტემა პრაქტიკულად ჩამოშლილი იყო. ექიმებს გაუსაძლის პირობებში უწევდათ მუშაობა და არსებობა. სამედიცინო ხარჯები სრულად პაციენტის დასაფარი იყო. ამ რთულ პერიოდში ჩვენი ამოცანა და მიზანი ექიმების განათლების ხელშეწყობა იყო, კერძოდ, მიგვეწოდებინა სიახლეები, რაც მსოფლიოში ინერგებოდა, როგორც მკურნალობის, ასევე დიაგნოსტიკის მიმართულებით.

ამ პერიოდში საქართველოს ბაზარი ფართოდ გაიხსნა გლობალური ფარმაცევტული კომპანიებისთვის. თუმცა დროთა განმავლობაში ეს ინტერესი ნელნელა კლებულობდა და სამწუხარო ფაქტრია, რომ ბევრმა კომპანიამ დატოვა ჩვენი ბაზარი. დაიხურა წარმომადგენლობები. მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია ფარმაცევრულ ბაზარზე არსებობდნენ გლობალური კომპანიები, რომლებიც ზრუნავენ ქვეყანაში ექიმების სამედიცინო განათლებასა და ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებაზე, ასევე ესეთი კომპანიები გამოირჩევიან მაღალი ეთიკური სტანდარტებით რაც მეტად მნიშვნელოვანია ჩვენ სფეროში,“ - საქართველოში მოღვაწეობის პირველ წლებს იხსენებს „როშ ჯორჯიას“ დირექტორი.

„ინოვაციური მედიკამენტი მხოლოდ მაშინ არის ღირებული თუ მას ვიყენებთ პაციენტების სამკურნალოდ, ამიტომ ჩვენი კომპანია ზრუნავს მოძებნოს თანამშრომლობის სხვადასხვა გზები როგორც სამთავრობიო, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რათა ერთობლივად შევძლოთ ინოვაციური მედიკამენტის პაციენტამდე მიტანა. მსგავსი თანამშორმლობის მაგალითები მრავლად გვაქვს საქართველოშიც. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლოთ პაციენტთა ორგანიზაციებთან და ვეხმარებით მათ დაავადებების ცნობადობის გაზრდაში, მათი პრობლემების გამოვლენასა და აქტუალიზაციაში,“ - ამბობს მაკა ასათიანი.

საჯარო და კერძო სექტორის თანამშრმომლობით კომპანია „როშიმ“ უამრავი წარმატებული პროექტის განხორციელება შეძლო. ერთ-ერთი ესეთი თანამშრომლობის შედეგია ის ფაქტი, რომ საქართველოში არსებობს ძუძუს კიბოს სახელმწიფო პროგრამა და ქალბატონებისთვის ძუძუს კიბოს დიაგნოზი განაჩენი აღარ არის. მნიშვნელოვანია, რომ კომპანია „როშისა“ და მთავრობასთან თანამშრომლობის, ერთობლივი ძალისხმევის გარეშე, ეს შეუძლებელი იქნებოდა!

როშის სათაო ოფისის შენობა შვეიცარიაში

ცნობისათვის, როშის სათაო ოფისი მდებარეობს ბაზელში შვეიცარიაში,. იგი წარმოდგენილია მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში. 2020 წლის მონაცემით კომპანიაში დასაქმებულია 100 000-ზე მეტი ადამიანი. ამავე წელს როშმა კვლევებსა და განვითარებაში (R&D) 12.2 მილიარდი შვეიცარული ფრანკის ინვესტიცია განახორციელა. ჯენეტეკი (Genetech), ამერიკის შეერთებულ შტატებში როშის ჯგუფის წევრია, ამასთან როში ძირითადი აქციონერია ჩუგაი ფარმასი (Chugai Pharmaceutical) იაპონიაში. მნიშვნელოვანია, რომ როშის მედიკამენტები რეალური ინოვაციაა ონკოლოგიის, იმუნოლოგიის, ინფექციური დაავადებების, ოფთალმოლოგიის და ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებების მიმართულებით. კომპანია ასევე წარმოადგენს მსოფლიო ლიდერს ინ ვიტრო და სიმსივნეების მოლეკულურ დონეზე დიაგნოსტირების დარგში, წამყვანი პოზიციები უჭირავს დიაბეტის მართვის კუთხით. უკანასკნელ წლებში როშმა ინვესტირება გააკეთა გენომური პროფილირებისა და რეალურ პრაქტიკაში მონაცემების შეგროვების მიმართულებით და ამ თვალსაზრისითაც გახდა ფარმაცევტული ინდუსტრიის ლიდერი.

(R)

ემილ ავდალიანი - ყველაფერი რეგიონში საქართველოს უფრო მზარდ როლზე მოასწავებს, საჭიროა მხოლოდ შექმნილი ვითარების სწორად გამოყენება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2022
ალექსეი გარანი - პუტინს უნდა რომ უკრაინა დათმობებზე წავიდეს, მაგრამ უკრაინა მშვიდობის სანაცვლოდ, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხებით ვაჭრობას არ აპირებს
„ევროპელი სოციალისტების” წევრები, დავით ზილფიმიანი და ზაზა მიქაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
კომპანია PSP ფარმაცევტული სექტორის განვითარებაზე კონცენტრირდება და არაპროფილური ბიზნესებიდან გამოდის
კახა ოქრიაშვილი - საერთაშორისო იზოლაცია, უვიზო მიმოსვლის შეჩერება, ტოტალური გაღატაკება - აი, ეს მოაქვს ბატონ ივანიშვილს
გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Finance-მა 2022 წლის გამარჯვებულები გამოავლინა