თამარ გაბუნია - საავადმყოფოებში პაციენტების რაოდენობა ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობის კლებასთან ერთად მცირდება

პაციენტების რაოდენობა საავადმყოფოებში ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობის კლებასთან ერთად მცირდება. 4951 პაციენტი არის დილის მდგომარეობით, მათ შორის რეანიმაციაში 297 ადამიანი იმყოფება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამ წუთისთვის თავისუფალია 3701 საწოლი, რომელიც რჩება მობილიზებულ მდგომარეობაში მცირე გამონაკლისების გარდა, რადგან თუ საჭირო იქნება, „ომიკრონის“ ტალღის მატებასთან ერთად, იანვარში ჰოსპიტალური სექტორი ამას დახვდეს სრული მზაობის პირობებში.

ამასთან ერთად, გაბუნიამ ვაქცინაციის ტემპზეც ისაუბრა.

„ვაქცინაციის მაჩვენებლები ბოლო პერიოდში იმატებს, რაც არის განპირობებული ფინანსური წახალისებით, რომელიც ნოემბერში ამოქმედდა. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც დღეს საბჭომ მიიღო, არის ამ სქემის გაგრძელება და გაფართოება მომავალი წლიდან - 50 წლის ზემოთ პირებიც ჩაერთვებიან ამ სქემაშიც და ვფიქრობთ, რომ ეფექტურობა გაიზრდება და ჩვენ გვექნება ვაქცინაციის პროგრამის გაფართოების შესაძლებლობა“, - განაცხადა გაბუნიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა