თამარ გაბუნიას შეფასებით, ახლად დანიშნულ მინისტრს აქვს საკმაო უნარ-ჩვევები და გამოცდილება, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ეფექტურად უხელმძღვანელოს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას შეფასებით, ახლად დანიშნულ მინისტრს, ზურაბ აზარაშვილს აქვს საკმაო უნარ-ჩვევები და გამოცდილება, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ეფექტურად უხელმძღვანელოს. როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე აღნიშნა, მოლოდინია, რომ ის საკუთარ მოვალეობას თავს წარმატებით გაართმევს.

„ჯანდაცვის სამინისტრო საქართველოში 4 დიდ მიმართულებას მართავს. ამაში შედის ჯანდაცვაც, სოციალური მიმართულებაც, დასაქმებაც, დევნილთა განსახლებაც. ამ შემთხვევაში ძალიან რთულია მოვითხოვოთ ოთხივე მიმათულებით ღრმა ტექნიკური ექსპერტიზა რომელიმე მინისტრიდან. ამდენად, ამ შემთხვევაში, მინისტრის მთავარი სიძლიერე არის პოლიტიკური ხედვა, მენეჯმენტის გამოცდილება და უნარ-ჩვევები. ასევე ის, რომ ასეთ დიდ უწყებას მან გაუწიოს სათანადო ხელმძღვანელობა. ვფიქრობთ, მსგავსი უნარ-ჩვევები და გამოცდილება მინისტრს ნამდვილად აქვს. ამდენად, მოლოდინი მხოლოდ პოზიტიურია“,-განაცხადა გაბუნიამ.

მისი თქმით, დღეს ზურაბ აზარაშვილი საკოორდინაციო საბჭოს ესწრებოდა.

„რა თქმა უნდა, მინისტრი ეტაპობრივად ჩაერთვება ყველა იმ აქტივობაში, რომელსაც სამინისტრო ახორციელებს. მომდევნო ორი დღის განმავლობაში გვაქვს შიდა კონსულტაციები მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებით. ბუნებრივია, 30 დეკემბრიდან, მინისტრი შეუდგება საქმიანობას სრულად",-აღნიშნავს გაბუნია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო