30 დეკემბერს, მესტიის, ამბროლაურის და ბათუმის მიმართულებით დამატებითი ავიარეისები ინიშნება

ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, როგორც შიდა და საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირების, ასევე მესტიის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლების მომსახურების მიზნით, 30 დეკემბერს, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მესტიის, ამბროლაურის და ბათუმის მიმართულებით დამატებით სიხშირეებს ნიშნავს.

არსებულ რეგულარულ რეისებს, 30 დეკემბერს, თითოეულ მიმართულებაზე თითო რეისი დაემატება და ფრენები შემდეგი განრიგით განხორციელდება.

ნატახტარი - მესტია: 11:30

მესტია - ნატახტარი: 13:00

ნატახტარი - ამბროლაური: 09:00

ამბროლაური - ნატახტარი: 10:15

თბილისი - ბათუმი: 10:00

ბათუმი - თბილისი: 12:00

ამასთან, აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, თბილისი-ბათუმის მიმართულებით ბილეთის საფასური 125 ლარს შეადგენს, ნატახტარი-მესტიის მიმართულებით - 90 ლარს, ხოლო ნატახტარი-ამბროლაურის მიმართულებით ფრენა 50 ლარი ღირს. 0-დან 3 წლამდე ჩვილები უფასოა, ხოლო 3-დან 12 წლამდე ბავშვებზე მოქმედებს 30 %-იანი ფასდაკლება.

ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ვებგვერდზე https://ticket.vanillasky.ge/en/tickets

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო