თამარ გაბუნია - ოქტომბერის დასაწყისიდანვე რომ დაგვეწყო ეს წახალისება, შესაძლოა, მივიღებდით უფრო მეტ ვაქცინირებულ ადამიანს

შესაძლებელია ოქტომბერის დასაწყისიდანვე რომ დაგვეწყო ეს წახალისება, მივიღებდით უფრო მეტ ვაქცინირებულ ადამიანს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა. როგორც მან უწყობათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, ვაქცინაციის წამახალისებელი მექანიზმი ამართლებს.

„ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ წამახალისებელი მექანიზმი, რომელიც 8 ნოემბრიდან ამოქმედდა, ამართლებს რადგან მივიღეთ მნიშვნელოვანი მატება იმ ასაკობრივ ჯგუფში ვის მიმართაც იყო ეს გათვლილი, ანუ 60 წლის ზემოთ პირებში და 100 000-ზე მეტი პირი აიცრა მაშინ როცა ვაქცინაციის პროგრამის დაწყებიდან დღემდე სულ აცრილია 400 000 პირი, ამიტომაც მივიღეთ ამ წამახალისებელი ღონისძიების გახანგრძლივების გადაწყვეტილება. რაც შეეხება იმას თუ რამდენად ადრე შეიძლება ფინანსური წახალისება დაწყებულიყო, ყველაფერს თავისი ეტაპები აქვს. შესაძლებელია ოქტომბერის დასაწყისიდანვე რომ დაგვეწყო ეს წახალისება, მივიღებდით უფრო მეტ ვაქცინირებულ ადამიანს, მაგრამ ამ ეტაპისთვისაც თვალსაჩინო შედეგი გვაქვს და მნიშვნელოვანია, რომ ეს გაგრძელდეს“, - განაცხადა გაბუნიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა