ამირან გამყრელიძე - საქართველოში დადასტურებული „ომიკრონის“ 63 შემთხვევიდან უმრავლესობა შემოტანილია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში დადასტურებული „ომიკრონის“ 63 შემთხვევიდან უმრავლესობა შემოტანილია.

როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე აღნიშნა, სტაციონარში 3 პაციენტია მოთავსებული, რადგან ზოგიერთ მათგანს თანმხლები დაავადება აქვს.

„63 „ომიკრონ“ დადებითი შემთხვევიდან უმრავლესობა შემოტანილია, თითქმის ყველას კონტაქტების და ჩაღრმავებული ეპიდკვლევა მიმდინარეობს. მძიმე არცერთი პაციენტი არ გახლავთ. უმრავლესობა აცრილია. 6-ს ჰქონდა გადატანილი და რეინფექცია არის. მათგან 18 წლამდე იყო 5 მოზარდი და ბავშვი. სტაციონარში არის მხოლოდ 3, მაგრამ არაა იმიტომ, რომ მათ სტაციონარში მკურნალობა სჭირდებათ, იქ არის სხვა ფაქტორები გამოკვლევებისთვის, რადგან თანმხლები დაავადებები აქვთ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, 2-3 კვირის ფარგლებში „ომიკრონი“ შესაძლოა, დომინანტი გახდეს. ამასთან, როგორც ამირან გამყრელიძე განმარტავს, კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები იკლებს, თუმცა, ნელი ტემპით.

„სამწუხაროდ, ისევ ზემოთაა სიკვდილიანობის მაჩვენებელი, რომელიც მილიონ მოსახლეზე 17%-ია, რაც დაახლოებით 2-ჯერ მეტია ჩვენს ზღურბლოვან ინდიკატორზე. აცრების მოცვა და მაჩვენებელი დეკემბერში უკეთესი გვაქვს“, -განაცხადა გამყრელიძემ.

მისი განმარტებით, აცრებზე წახალისების კამპანიამ დადებითი როლი ითამაშა 60 წლის ზემოთ ასაკობრივი ჯგუფის მიმართვიანობაში.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა