იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილზე - ბუნებრივია, პატიმარი ვერ იქნება სამკურნალო დაწესებულებაში, როცა მკურნალობა დასრულებულია

მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა დასრულდა გორის სამხედრო ჰოსპიტალში და ის გაწერეს საავადმყოფოდან. ბუნებრივია, პატიმარი ვერ იქნება სამკურნალო დაწესებულებაში, მაშინ როდესაც დასრულებულია მკურნალობა, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რითაც ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებული მოვლენები განმარტა.

მისივე განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი არ დაემორჩილა სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა მოთხოვნას რუსთავის

12-ე დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ, რის გამოც აღელვების ნიადაგზე წნევის ცვალებადობა აღენიშნებოდა.

როგორც ბრეგაძემ დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, აღნიშნულის გამო, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება გადაყვანის კანონიერი ღონისძიების დროებით გადავადების შესახებ.

„როგორც საზოგადოებას მოეხსენება, 19 ნოემბრიდან მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილია მკურნალობის მიზნით გორში, სადაც მას გაეწია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება. მკურნალობის დასრულების შემდგომ, მიღებული იქნა გადაწყვეტილება სამხედრო ჰოსპიტლიდან გაწერის შესახებ. იგი არ დაემორჩილა სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა კანონიერ მოთხოვნას რუსთავის 12-ე დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ, აღელვების ნიადაგზე აღენიშნებოდა წნევის ცვალებადობა და შესაბამისად, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება გადაყვანის კანონიერი ღონისძიების დროებით გადავადების შესახებ“, - განაცხადა ბრეგაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო