ამირან გამყრელიძე - ერთ-ერთი ყველაზე საგანგაშო მონაცემია, რომ წელს საქართველოში ნაკლები დაიბადა, ვიდრე გარდაიცვალა - ამ საკითხში სერიოზულია კოვიდის გავლენა

ერთ-ერთი ყველაზე საგანგაშო მონაცემია, რომ წელს საქართველოში ნაკლები დაიბადა, ვიდრე გარდაიცვალა, ანუ ბუნებრივი ნამატი არ გვაქვს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის უფროსმა, ამირან გამყრელიძემ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც გამყრელძემ აღნიშნა, ამ საკითხში სერიოზულია კოვიდის გავლენა.

„ზოგადად, საქართველოში დემოგრაფიული პრობლემები უკვე ბოლო ათწლეულებია გვაქვს. მოგეხსენებათ, ჯანდაცვასთან ერთად, დემოგრაფია ბევრი სხვა კომპონენტისგან შედგება. ეს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა, მაგრამ პანდემიამ თავისი როლი ითამაშა იმაში, რომ ბოლო 2 წელში ბუნებრივი ნამატი არ გვაქვს. წელს ე.წ. მინუს ბალანსმა მოიმატა და ამას სერიოზული ანალიზი დასჭირდება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო