სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა 2022 წლის 1-ელი მარტიდან გაუქმდება

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა 2022 წლის 1-ელი მარტიდან გაუქმდება. პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, 2022 წლის 1-ელი მარტიდან თანამდებობებიდან თავისუფლდება როგორც სახელმწიფო ინსპექტორი, ასევე მისი პირველი მოადგილე და მოადგილეები.

1-ელი მარტიდან შრომითი ურთიერთობები უწყდებათ და სამსახურიდან თავისუფლდებიან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სხვა თანამშრომლები. ამავე პროექტში ვკითხულობთ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლებზე “საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით განსაზღვრული მობილობის წესი არ გავრცელდება. მათ არ ექნებათ თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, სამუშაო ადგილის ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენის მოთხოვნის უფლება. აღნიშნული პირები შეიძლება მოხელეთა რეზერვში ჩაირიცხონ.

ამასთან, პროექტით გათვალისწინებულია, მათთვის 2022 წლის 1-ელი მარტიდან 3 თვის განმავლობაში, თვეში ერთხელ, კომპენსაციის მიცემა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების თაობაზე მომზადებულ პაკეტს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.

პროექტის გათვალისწინებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად, ორი უწყება - სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სამოხელეო დანაშაულთა გამოძიების ფუნქცია ექნება. რაც შეეხება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, მას პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის და ყველა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია ენიჭება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა