გიორგი შარაშიძე - აუცილებელია, საკრებულომ პასუხი მიიღოს თბილისის მერისგან კითხვაზე, რატომ უძვირდებათ მოქალაქეებს ტრანსპორტის საფასური

მოვუწოდებთ თბილისის მერს კახა კალაძეს პირადად გამოცხადდეს ხვალინდელ სხდომაზე, - ამის შესახებ ფრაქცია "თბილისი საქართველოსთვის" წევრმა გიორგი შარაშიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"გასულ კვირას, თბილისის მერს კახა კალაძეს მოვუწოდეთ მოსულიყო საკრებულოში და ხალხის მიერ არჩეული დეპუტატების წინაშე პასუხი გაეცა ყველაზე აქტუალურ კითხვაზე და პრობლემაზე, რაც უკავშირდება ფასების ზრდას საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. სამწუხაროდ, კალაძე არ გამოცხადდა გუშინდელ სხდომაზე, რის გამოც ჩვენმა ფრაქციამ დატოვა სხდომა, რადგან მიგვაჩნია, რომ დღეს თბილისელებისთვის არ არსებობს იმაზე მწვავე და მტკივნეული პრობლემა ვიდრე ფასების გაძვირებაა და შესაბამისად, თბილისის მერს არ უნდა ჰქონდეს იმაზე უფრო მნიშვნელოვანი საქმე, ვიდრე ამ პრობლემურ საკითხზე ხალხის მიერ არჩეული დეპუტატების წინაშე პასუხის გაცემა. მით უფრო, ისეთ ინიციატივაზე, რომელიც არ ყოფილა წარმოდგენილი კალაძის წინასაარჩევნო პროგრამაში.

როგორც ჩანს, კახა კალაძე, კვლავ ვერ ბედავს მწვავე კითხვებზე პასუხის გაცემას, ისევე როგორც, ვერ გაბედა წინასაარჩევნო პერიოდში და არ დაუჯდა პირდაპირ ეთერში დებატებში გიორგი გახარიას.

ფრაქცია „თბილისი საქართველოსთვის'' , კიდევ ერთხელ სარგებლობს ამ შესაძლებლობით და კიდევ ერთხელ მოუწოდებს თბილისის მერს, პირადად გამოცხადდეს ხვალინდელ სხდომაზე და პასუხები გასცეს იმ პრობლემურ საკითხებზე, რაც უკავშირდება ფასების გაძვირებას, ასევე უპასუხოს კითხვას, როგორ აპირებს გახდეს თბილისის მერია კიდევ უფრო ანგარიშვალდებული კიდევ უფრო გამჭვირვალე თბილისელების წინაშე და რაც ყველაზე მთვარია, რას აპირებს და როგორ რეაგირებას აპირებს ჩვენს ინიციატივაზე, იმასთან დაკავშირებით რომ თბილისის საკრებულოში შეიქმნას დროებითი ანტიკორუფციული კომისია, რომელიც იქნება ყველაზე ქმედითი ინსტრუმენტი კორუფციის რისკებისგან დასაზღვევად ", - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა