მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე "ბუსტერ" დოზით აიცრა

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მოქალაქეთა მესამე დოზით ვაქცინაცია შეუფერხებლად მიმდინარეობს. ე.წ. "ბუსტერ" დოზით უკვე აიცრა მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე. ამის შესახებ ინფორმაცის მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

დავით ნოზაძემ, ვაქცინაცია ქალაქ მცხეთაში, მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში ჩაიტარა.

„ორი აცრა ჩინური წარმოების „სინოფარმით“ მაქვს გაკეთებული. დღეს კი "ბუსტერ" დოზით , „ფაიზერის” ვაქცინით ავიცერი.

მინდა, ჩვენს მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოვუწოდო, რომ ყველა მაქსიმალურად ჩაერთოს ვაქცინაციის პროცესში, რათა გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას და ხელი შევუწყოთ ქვეყნის მომავალ განვითარებას“, - განაცხადა დავით ნოზაძემ.

ცნობისთვის, რეგიონში ამ ეტაპზე მასობრივი იმუნიზაციის 5 ცენტრი და სოფლის 22 ამცრელი დაწესებულება ფუნქციონირებს, სადაც აცრა მოქალაქეებს „სინოფარმის“, „სინოვაკისა“ და „ფაიზერის“ ვაქცინებით შეუძლიათ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო