ამირან გამყრელიძე ჯანდაცვის ახალ მინისტრზე - ყველას იმედი უნდა გვქონდეს, რომ საქმეს თავს გაართმევს და საკმაოდ წარმატებული მინისტრი გახდება

ბატონი ზურა ახალგაზრდა პიროვნებაა, ენერგიული, კარგი გამოცდილებით. ყველას იმედი უნდა გვქონდეს, რომ საქმეს თავს გაართმევს და საკმაოდ წარმატებული მინისტრი გახდება, - საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ასე დაახასიათა ამირან გამყრელიძემ ჯანდაცვის ახალი მინისტრი, ზურა აზარაშვილი.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, დღეს ის პირველად შეხვდა ჯანდაცვის ახალ მინისტრს და დარწმუნებულია, რომ უახლოეს დღეებში მას კიდევ შეხვდება.

„ის ეკონომიკისა და ფინანსების ძალიან მაღალი დონის სპეციალისტია, თანაც სერიოზული გამოცდილებით. მოგეხსენებათ, ჯანდაცვის სამინისტროს ჩვენ მოკლედ ვეძახით „ჯანდაცვის“, არადა ეს გახლავთ ყველაზე უფრო დიდი და მაღალბიუჯეტიანი სამინისტრო. რატომღაც ყველას ჰგონია, რომ ამ სამინისტროს მთლიანი ბიუჯეტი - 6 მილიარდი ლარი იხარჯება ჯანდაცვისთვის, არადა აქედან 1.2 მილიარდი ლარი იხარჯება ჯანდაცვის ხარჯებისთვის, ხოლო დანარჩენი გახლავთ პენსიები, სოციალური დახმარებები და სხვ. სოციალური სფეროს ფინანსური კომპონენტი და მართვა ერთ-ერთი მთავარია“, - განაცხადა გამყრელიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა