ლონდა თოლორაია - ელემენტარულია, იმის გამბედაობა ჰქონოდა ვინმეს, რომ სამშობიაროდან არ მეწერა სამსახურის გაძლიერების კანონპროექტი, როცა თურმე თქვენ მისი გაუქმების წინადადებას წერდით - ეს დამოკიდებულება რითი დავიმსახურე მე ან ამ სამსახურმა?

მე თურმე აგერ წინადადებას ვწერ სამსახურის გაძლიერებაზე და თქვენ თურმე საპასუხო წინადადებას წერთ გაუქმებაზე. ელემენტარულია, მინიმუმ, ალბათ, იმის გამბედაობა ჰყოფნოდა ვინმეს, სამშობიაროდან არ უნდა მეწერა ეს კანონპროექტი და ალბათ, უნდა გეთქვათ, რომ - ლონდა აზრი არ აქვს, თავს ნუ აკლავ ამ ყველაფერზე! იმიტომ, რომ ჩვენ ამ სამსახურს ვაუქმებთ! - ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელმა ლონდა თოლორაიამ გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა, სადაც „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ ახალ კანონპროექტს განიხილავენ.

მისივე თქმით, ის სამსახურის გაძლიერების შესახებ საკანონმდებლო წინადადებაზე მუშაობდა მაშინ, როცა მმართველი გუნდი სამსახურის გაუქმების კანონპროექტს წერდა და მასთან შეხვედრას თავს არიდებდა.

„გახსენდებათ რეფორმა, რომელიც ეხებოდა იუსტიციის სამინისტროს და იუსტიციის სამინისტრომ გაიგო ბოლოს? გახსენდებათ ასეთი პრეცედენტი? 15 წელია ვმუშაობ საჯარო სამსახურში და არ მახსენდება პრეცედენტი გატარებულიყო რეფორმა იმ უწყების გარეშე, რომელშიც მე ვმუშაობდი და რომელსაც ეს რეფორმა ეხებოდა. მაინტერესებს, რატომ არ იყო ჩართული სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ამხელა რეფორმაში და რატომ ვიგებ ამ ყველაფერს წინასაახალწლოდ? რატომ ვსხედვართ დღეს აქ და განვიხილავთ 288-გვერდიან კანონპროექტს, რომელიც არის სრული ნონსენსი, რომ არაფერი ვთქვათ იმ ადამიანურ ფაქტორებზე, რაც არის. დეკემბრის დასაწყისიდან მე ვცდილობ პარლამენტთან კოორდინაციას იმასთან დაკავშირებით, რომ წარმოგვედგინა ჩვენი საკანონმდებლო წინადადება. მე არ მინდოდა, რომ პარლამენტს ჩვენი საკანონმდებლო წინადადების შესახებ კანცელარიიდან და შემოსული წინადადებიდან გაეგო. თურმე, ამის პარალელურად იწერება კანონპროექტი, რომელიც არათუ გაძლიერებაზეა, ამ უწყებას მთლიანად აუქმებს. ეს დამოკიდებულება რითი დავიმსახურე ან მე ამ სამსახურმა? ამხელა ფარსში მონაწილეობა მიგვაღებინეთ და მე, თურმე აგერ წინადადებას ვწერ გაძლიერებაზე და თქვენ თურმე საპასუხო წინადადებას წერთ გაუქმებაზე. ელემენტარულია, მინიმუმ, ალბათ იმის გამბედაობა ჰყოფნოდა ვინმეს, რომ ეთქვა - ლონდა აზრი არ აქვს, თავს ნუ აკლავ ამ ყველაფერს! სამშობიაროდან არ უნდა მეწერა ეს კანონპროექტი მინიმუმ და ალბათ, უნდა გეთქვათ, რომ ლონდა აზრი არ აქვს, იმიტომ, რომ ჩვენ ამ სამსახურს ვაუქმებთ! მე არ ვიცი, რა აზრი აქვს ამ კომიტეტებში ჩემი მონაწილეობის გაგრძელებას, ფორმალურად შესაძლოა, აქ ვისხდეთ და ძალიან ბევრი ვილაპარაკოთ, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს გადაწყვეტილება ძალიან მტკიცეა, რადგან არავითარი ძალა ამას არ გაცვლევინებთ. თქვენის ნებართვით, მე ფიზიკურადაც ვერ ვიღებ ამაში მონაწილეობას, ამისთვის ცალკე ძალიან დიდი მადლობა, რომ ეს პერიოდი აარჩიეთ. უღრმესი მადლობა ამ დამოკიდებულებისთვის, ინსპექტორს რომ არ მიეცა სრულყოფილად ამ პროცესებში მონაწილეობის მიღების საშუალება. ამ კანონპროექტის ავტორ ყველა მამაკაცს უდიდესი მადლობა ამ ყველაფრისთვის“, - მიმართა ლონდა თოლორაიამ უმრავლესობის წევრებს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა