ლონდა თოლორაია - სამოხელეო კონტექსტში დანაშაულთა იმ მუხლებით ჩადენა, რაც საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარეობას ემატება, პრაქტიკულად შეუძლებელია

სახელმწიფო ინსპექტორი “რეფორმის იმიტაციას“ უწოდებს პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო პეკეტის იმ ნაწილს, რომლის მიხედვით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარე სისხლის სამართლის მუხლები იზრდება.

როგორც თოლორაია განმარტავს, აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების სამოხელეო კონტექსტში ჩადენა პრაქტიკულად შეუძლებელია, ხოლო თუ ის სამოხელეო დანაშაულის კონტექსტში იქნება ჩადენილი, სისხლის სამართლის იმ მუხლებით დაკვალიფიცირდება, რაც დღესაც სახელმწიფო ისპექტორის სამსახურის ქვემდებარეა.

“მაგალითად, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარეობას ემატება 126-ე, ძალადობის მუხლი - მოხელის მიერ ჩადენილი სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით. სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით მოხელის მიერ ძალადობის ჩადენა არის არა 126-ე, არამედ 333-ე მუხლი, რაც დღესაც სახელმწიფო ინპექტორის სამსახურის ქვემდებარეა. ასევე, მაშინ როცა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მისი მონაწილეობის გარეშე ამ კანონის მიღება გაუბედეს, მათ ვერ გაუბედეს, რომ ეს მუხლები პროკურატურაზე და პროკურატურის თანამშრომლეზე გაევრცელებინათ“, - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

პარლამენტი დაჩქარებული წესით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების თაობაზე მომზადებულ პაკეტს იხილავს.

პროექტის გათვალისწინებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად, ორი უწყება - სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სამოხელეო დანაშაულთა გამოძიების ფუნქცია ექნება. რაც შეეხება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, მას პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის და ყველა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია ენიჭება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა