მობილური აპლიკაციის - „აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობა“ პრეზენტაცია გაიმართა

დღეს საქართველოს ტექნოლოგიურ პარკში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ შექმნილი მობილური აპლიკაციის „აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობა/Abkhazia Heritage“ პრეზენტაცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, პრეზენტაციაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ საზოგადოებას ახალი აპლიკაცია წარუდგინეს და მისი შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„მობილურ აპლიკაციაში ქართულ, აფხაზურ და ინგლისურ ენებზე თავმოყრილია ინფორმაცია აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, წარმოჩენილია მისი კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობა და ამჟამინდელი მძიმე მდგომარეობა. აპლიკაციის ლოგოში გამოყენებულია ბედიის ოქროს ბარძიმის - ქართული ოქრომჭედლობის ძეგლის (X-XI სს.) გრაფიკული გამოსახულება.

აპლიკაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის იდეის საფუძველზე შეიქმნა და მისი მიზანია აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, შენახვა და პოპულარიზაცია.

მობილური აპლიკაცია აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობა/Abkhazia Heritage ხელმისაწვდომია Android და iOS პლატფორმებისთვის და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ჩამოტვირთონ Play Store-დან და App Store-დან“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს