ადვოკატ ბექა ბასილაიასთვის გაუგებარია, რატომ უნდა შეეზღუდოთ მიხეილ სააკაშვილის ნახვა ვიზიტორებს

მალხაზ ურთქმელიძე აკეთებს განმარტებებს, რომ 16:00 საათიდან 18:00 საათამდე დაიშვებიან მნახველები. ეს რომელ ჰიპოკრატეს ფიცში და რომელი პროფესიული ვალდებულების შესრულებაში ჯდება?! - ამის შესახებ ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა გორის სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორის, მალხაზ ურთქმელიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, სააკაშვილთან ვიზიტორებისთვის შესვლის დრო იზღუდება.

ბექა ბასილაიას თქმით, გაუგებარია რატომ უნდა შეეზღუდოთ სააკაშვილის ნახვა იმ ვიზიტორებს მათ შორის ადვოკატებს, რომლებიც აქამდე მას კლინიკაში სტუმრობდნენ.

„ჰოსპიტლის დირექტორის დღევანდელი პერფორმანსი რას ემსახურებოდა საერთოდ გაუგებარია. ექიმი, ნინო გოგორიშვილი თვითონ გამოვიდა მედიასთან და ძალიან მკაფიო განმარტება გააკეთა ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებზე. შესაბამისად, დირექტორის შესავალი, რაზეც ის საუბრობდა, პირიქით, შეურაცხმყოფელია. მალხაზ ურთქმელიძე აკეთებს განმარტებებს, რომ 16:00 საათიდან 18:00 საათამდე დაიშვებიან მნახველები ეს რომელ ჰიპოკრატეს ფიცში და რომელი პროფესიული ვალდებულების შესრულებაში ჯდება?! რაც შეეხება საკვანძო საკითხს სააკაშვილის ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის თვალსაზრისით, ის, რაც წერილობით იქნა წაკითხული, რაიმეთი განსხვავდებოდა იმისგან, რაც ექიმმა ნინო გოგორიშვილმა პირადად დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილის ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის შესაძლებლობა არსებობს თავისუფლების პირობებშიო. აქ, საუბარია საქართველოში თავისუფლებაში. საზღვარგარეთ თუ იქნება მისი ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის პროცესი, კი ბატონო, ესეც შეიძლება იყოს ერთ-ერთი გზა, მაგრამ საკვანძო არის ის, რომ საქართველოში თავისუფლების გარეშე ვერ მოხდება მისი ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია და ეს სიტყვასიტყვით გაიმეორა მან. აქედან გამომდინარე, დირექტორის განცხადება, რომ იქ რაღაც წინააღმდეგობა იყო, ძალიან უხერხულია”, - აცხადებს ბასილაია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს