ანრი ოხანაშვილის განცხადებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებული კანონპროექტის ინიცირებას სააკაშვილის საქმესთან კავშირი არ აქვს და „სპეკულაციებს წერტილი უნდა დაესვას“

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებული კანონპროექტის ინიცირებას მიხეილ სააკაშვილის საქმესთან კავშირი არ აქვს და „სპეკულაციებს წერტილი უნდა დაესვას“.

როგორც ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ საკითხში პოლიტიკური ინტერესი არ არსებობს.

„ამ საკითხს მიხეილ სააკაშვილთან არანაირი კავშირი არ აქვს. აქ რომ რაიმე პოლიტიკური ინტერესი იყოს, კანონი 1-ელ იანვარს ამოქმედდებოდა და ეს სამსახური აღარ იარსებებდა 1-ელ იანვარს. არანაირი პოლიტიკური ინტერესი არაა. თუ რაიმე დაწყებულია, ეს სამსახური იგივე შემადგენლობით საქმიანობას განახორციელებს 1-ელ მარტამდე, ხოლო 1-ელი მარტის შემდგომ ყველა საქმიანობას შესაბამისი სამსახურები გააგრძელებენ. არავითარი საქმის შეწყვეტა და აკრძალვა, რომ ვინმემ რამე არ უნდა გააგრძელოს, არაა ჩადებული, ამიტომ სპეკულაციებს წერტილი უნდა დაესვას“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივას, ხმათა უმრავლესობით, მხარი დაუჭირა. პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს პროექტს, რომლის მიზანიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაა. ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად, ორი უწყება: - სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა