სახალხო დამცველის წარმომადგენლის განცხადებით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში არ უშვებენ

სახალხო დამცველის წარმომადგენლის, საბა ბრაჭველის განცხადებით, მას გორის სამხედრო ჰოსპიტალში არ უშვებენ და არც მორიგე ექიმთან გასაუბრების შესაძლებლობა მიეცა.

მისი თქმით, სახალხო დამცველის წარმომადგენლის დაბრკოლება და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელშეშლა კანონდარღვევაა.

„იმედს ვიტოვებ, რომ ეს გაუგებრობაა. ჩვენ გვინდა მორიგე ექიმთან გასაუბრება, ვინც ზედამხედველობს პაციენტის მდგომარეობას ამჟამად, იმედია, გაირკვევა ეს საკითხი.

სახალხო დამცველის რწმუნებულს აქვს უფლება, ნებისმიერ დროს, დაუბრკოლებლად, შეუფერხებლად შევიდეს ნებისმიერ დახურულ დაწესებულებაში, სადაც არის ადამიანი, პატიმარი სახელმწიფოს ეფექტურ კონტროლს ქვეშ. შესაბამისად, მე იმედს ვიტოვებ, რომ ეს არის უბრალოდ გაუგებრობა და შიგნით კიდევ არკვევენ. უკვე ორმოცი წუთია ველოდებით, რომ გაარკვევენ.

ამ ეტაპზე დაველოდებით, თუმცა, თუ ეს გაგრძელდა არაგონივრულად დიდ დროს, ერთ საათზე მეტ დროს, ალბათ, შემდეგ აშკარა იქნება, რომ სახალხო დამცველის რწმუნებულს უარს ეუბნებიან იმაზე, რომ მოინახულოს თავისუფლება აღკვეთილი პირი. სახალხო დამცველის დაბრკოლება არის როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ასევე უფრო მძაფრ ფორმამდე თუ მივა, ხდება უკვე სისხლის სამართლის დანაშაული “, - განაცხადა საბა ბრაჭველმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა