რატი იონათამიშვილი - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხს გენდერულ ჭრილში არ განვიხილავ - მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის სამსახურის ხელმძღვანელი

მნიშვნელოვანია არა სამუშაო საათები, არამედ ნაყოფი, - ასე ხსნის საკანონმდებლო პაკეტზე მომხსენებელი, რატი იონათამიშვილი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების თაობაზე მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის დაჩქარებული წესით განხილვას.

მისი თქმით, არის გარკვეული საკითხები, სადაც მაქსიმალისტები არიან.

როგორც იონათამიშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხს გენდერულ ჭრილში არ განიხილავს.

„მნიშვნელოვანია არასამუშაო საათები, არამედ ნაყოფი, რომელსაც სამუშაო საათების შემდეგ ვდებთ. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი დღე, კვირა ან წელი უძღვის წინ, როდესაც შედეგი დგება ისე, როგორიც დგება. არის გარკვეული საკითხები უფლებებთან დაკავშირებით, სადაც მაქსიმალისტები ვართ.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხს გენდერულ ჭრილში არ განვიხილავ - მნიშვნელობა არა აქვს, ვინ არის სამსახურის ხელმძღვანელი. ეს დაახლოებით იგივე იქნებოდა, დღეს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ადამიანი არის ეტლით მოსარგებლე, თუ არა. მთავარია თანაბარი გარემო-პირობები იყოს შექმნილი და სხვა საჭიროებებს ან ნიშნებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის.

მე სხვანაირად რომ მეთქვა, კონფლიქტში მოვიდოდი იმ ღირებულებებთან, რა ღირებულებებითაც ბოლო 20 წელია ვცხოვრობ და მგონია, რომ ეს ღირებულებები მეხმარება სტერეოტიპის და სტიგმის დამსხვრევაში და არა პირიქით“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო