ანა ნაცვლიშვილი - რაზეც შეიძლება ვნახოთ კომპრომისი „ქართული ოცნების" მხრიდან, ეს არის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში დასაქმებული საჯარო მოხელეების უფლებრივი მდგომარეობების დაცვა

რაზეც შეიძლება ვნახოთ კომპრომისი "ქართული ოცნების" მხრიდან, ეს არის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში დასაქმებული საჯარო მოხელეების უფლებრივი მდგომარეობების დაცვა, რომ ისინი, ყოველგვარი განმარტების გარეშე არ აღმოჩნდნენ ქუჩაში, - ამის შესახებ "ლელოს" წევრმა ანა ნაცვლიშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, სხდომაზე მყოფ ოპოზიციონერ დეპუტატებს წარმოუდგინეს კონკრეტული წინადადებები, თუ როგორ შეიძლება გაძლიერდეს სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტი, რაზეც "ქართულ ოცნებას" მზაობა არ აქვს.

"ოპოზიციონერების მხრიდან, რომლებიც ვესწრებოდით კომიტეტს, დაისვა ძალიან კონკრეტული და კონსტრუქციული წინადადება - შევაჩეროთ კანონპროექტის დაჩქარებული განხილვა და პრაქტიკაზე დაფუძნებული მიდგომით, ერთობლივად გავაგრძელოთ მუშაობა. თუ რეფორმა საჭიროა, ჩვენ მზად ვართ, რომ ამ პროცესში ჩავერთოთ ოღონდ არა დაჩქარებულად. როგორც ჩანს ეს მიდგომა მათთვის სასურველი არ არის. ჩვენ გვქონდა ძალიან კონკრეტული წინადადებები როგორ შეიძლება მართლაც გავაძლიეროთ ეს ინსტიტუტი, რომ ის უკეთ მოემსახუროს მოქალაქეებს, რაზეც "ქართულ ოცნებას" მზაობა არ აქვს, ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ მათთვის მნიშვნელოვანია არა კონსტრუქციული და საგნობრივი სამუშაო პროცესი, არამედ ფორსირებულად, ახლა დასახული პოლიტიკური მიზნის მიღწევა.

რაზეც შეიძლება ვნახოთ კომპრომისი "ქართული ოცნების" მხრიდან, ეს არის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში დასაქმებული საჯარო მოხელეების უფლებრივი მდგომარეობების დაცვა, რომ ისინი საჯარო სამსახურის პრინციპების და ყველა დაწერილი თუ დაუწერელი კანონის გვერდის ავლით, არ აღმოჩნდნენ ყოველგვარი განმარტების გარეშე, ქუჩაში", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო