სამგორში მცხოვრები კიდევ ასი ოჯახი საახალწლო ნობათს მიიღებს

თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის რევაზ სოხაძის ინიციატივით და ბიზნესის დახმარებით, კამპანია, რომლის ფარგლებშიც, სამგორის რაიონში, სოციალურად დაუცველი ოჯახები საახალწლო ნობათს იღებენ, გრძელდება.

თბილისის საკრებულოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კამპანიაში ამჯერად სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „სფერა“ ჩაერთო, რომლის დახმარებითაც სამგორის რაიონში მცხოვრები სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი კიდევ ასი ოჯახი საახალწლო ნობათს მიიღებს.

სამგორის რაიონის მაჟორიტარმა რევაზ სოხაძემ ნობათი რამდენიმე ოჯახში, კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, პირადად მიიტანა. რევაზ სოხაძემ აღნიშნული ინიციატივის განხორციელების შესაძლებლობისთვის კერძო სექტორს მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ კამპანიაში ჩართვის სურვილს კიდევ არაერთი კომპანია გამოთქვამს. „ვაგრძელებთ ძალიან მნიშვნელოვან კამპანიას, რომლის ფარგლებშიც საახალწლო ნობათებს გადავცემთ სამგორის რაიონში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას. დღეს ნობათი მრავალშვილიან ოჯახებსაც გადავეცით. ამის შესაძლებლობა კომპანია „სფერას“ დახმარებით მოგვეცა, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კომპანიის ხელმძღვანელობას. იმედი მაქვს, რომ სხვადასხვა კომპანიები გამოიჩენენ სოციალურ პასუხისმგებლობას და საახალწლოდ კიდევ არაერთ ოჯახს გავახარებთ“,- განაცხადა რევაზ სოხაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა