თბილისში საახალწლო ღონისძიებები 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება

თბილისში სადღესასწაულო ღონისძიებები 31 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, 31 დეკემბრის ღამეს გალაკონცერტი „გვიყვარდეს ერთმანეთი“, პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება, ხოლო საახალწლო სოფელი 14 იანვარს მასშტაბური კონცერტით დაიხურება.

„მეგობრებო, კარზე მოგვადგა ახალი წელი და მინდა გაგაცნოთ ყველას 31 დეკემბრის ღამის საახალწლო პროგრამა, კერძოდ, გალაკონცერტი „გვიყვარდეს ერთმანეთი“, რომელიც პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება. დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი მოვა და ტელევიზიითაც გადაიცემა. გალაკონცერტის მუსიკალური პროგრამა აგებულია ქართული საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობ მელოდიებზე. მათ შორის არის საახალწლო თემაზე შექმნილი პოპულარული მუსიკალური ნაწარმოებები. პროექტში ჩართულია სხვადასხვა თაობის და მუსიკალური მიმართულების წარმომადგენლები, რაც ასევე საზოგადოების ფართო ჯგუფების ინტერესებზეა გათვლილი. ასევე, შეგახსენებთ, რომ საახალწლო ღონისძიებები 14 იანვრამდე გაგრძელდება საახალწლო სოფელში - როგორც ორბელიანის მოედანზე, ისე დედაენის ბაღში. 14 იანვარს კი, საახალწლო სოფელი მასშტაბური კონცერტით დაიხურება. საახალწლო სოფელი განთავსებულია ორბელიანის მოედანზე და დედაენის ბაღში, აუცილებლად მობრძანდით, ძალიან ლამაზია და ისიამოვნებთ შვილებით და შვილიშვილებით. აუცილებლად თბილად ჩაიცვით. სხვადასხვა ღონისძიებებია ბავშვებისთვის, არის კონცერტები, ბაზრობები. მეწარმეებს მინდა მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისა და თანამდგომისთვის. მეამაყება, რომ ჩვენ ვართ ის ადამიანები, ვინც ეს კულტურა შემოიტანა. ნამდვილად სასიამოვნო გარემო და განწყობაა ამ საახალწლო სოფელში და მინდა გთხოვოთ რომ მობრძანდეთ და ისიამოვნოთ“, - განაცხადა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო